მონიკა ბელუჩი დასვენებაზე ფულს ზოგავს

მონიკა ბელუჩი დასვენებაზე ფულს ზოგავს

რამდენიმე კვირაა 46 წლის კინოვარსკვლავი მონიკა ბელუჩი მეუღლესთან და ორ ქალიშვილთან ერთად საბერძნეთის კუნძულ პაროსზე ისვენებს.

ბელუჩის მეორე მეუღლეს, 46 წლის მსახიობ ვენსან კასელს ბრაზილიიდან საბერძნეთში გამგზავრება არ სურდა (ბრაზილიაში წყვილი დაახლოებით წელიწადია ცხოვრობს), მაგრამ მონიკამ თავისი სიტყვა გაიტანა. საბოლოდ, კი როგორც ჩანს, გადაწყვეტილება არავის უნანია. კუნძული პაროსი და ეგეოსის ზღვის თბილი წყალი ვარსკვლავური წყვილის შვილებს - დევსა და ლევისაც ძალიან მოსწონთ.

ოჯახი მეგობრების აგარაკზე დაბინავდა, რითიც ქირაში გადასახდელი რამდენიმე ათეული ათასი ევრო დაზოგა.

სახლში სტუმრები მხოლოდ ღამეს ატარებენ, ამინდი კარგია ამიტომ მოლოსის სანაპიროზე დიდი დროით დარჩენაა შესაძლებელი.

ეს ადგილი კუნძულზე სერფინგისთვის საუკეთესოა, თუმცა დაფაზე დადგომა მხოლოდ კასელმა გარისკა. მსახიობებს უფრო მეტად ღირსშესანიშნაობები იზიდავთ: კუნძულის დედაქალაქ პანაკიში ოჯახმა ძველბერძნული, ვენეციური და თურქული ნანგრევები დაათვალიერა. მიუხედავად სიცხისა, მონიკას საყვარელი ბამბის კაბისთვის არ უღალატია. სამაგიეროდ, ფოტოსესიებისთვის მსახიობი Dolce & Gabbana-ს ტანისამოსს ირჩევს, დასვენებისას კი უბრალო ქალად იქცევა.

მალე ბელუჩი ემირ კუსტურიცას ფილმის - "სიყვარული და ომი" გადაღებებში მიიღებს მონაწილეობას.

მომზადებულია eg.ru-ს მიხედვით.

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება