მიხეილ მაჭავარიანი: "სახალხო აჯანყებაზე ხელისუფლებამ იდარდოს"

მიხეილ მაჭავარიანი: "სახალხო აჯანყებაზე ხელისუფლებამ იდარდოს"

გასულ კვირას მიხეილ მაჭავარიანმა "ნაციონალური მოძრაობის" გენერალური მდივანი ციხეში მოინახულა და სწორედ ამ თემით დავიწყეთ მასთან საუბარი:

- ვანო მერაბიშვილს 2 თვეში 15 კილოგრამი აქვს დაკლებული. გულიც აწუხებს, თუმცა თავს მხნედ გრძნობს.

- ალბათ, უჭირს პარტიის ხელმძღვანელობა ციხიდან, ახალი გენერალური მდივნის არჩევას ხომ არ აპირებთ?

- არ ვაპირებთ ვანოს გადარჩევას. საარჩევნო კამპანიისა და არჩევნების შედეგებისთვის კარგი არ არის, რომ პარტიის გენერალური მდივანი ციხეშია. საქმის გამოძიება დასრულებულია, უკვე სასამართლოშია და არანაირი აუცილებლობა არ არსებობს იმისა, რომ ვანო მერაბიშვილი ციხეში იყოს. მიუხედავად იმისა, რომ სოფლის მეურნეობის სამინისტროს თანამშრომლებისა და გელა ხვედელიძის საქმეზეც იყო პრეცედენტები, დაკავებულები გირაოთი გაათავისუფლეს, ჩვენი პარტიის გენერალური მდივანი კი ისევ ციხეშია. როგორც ჩანს, ვანოს საქმეს სხვაგვარად უდგებიან. თუმცა ველოდებით, რომ 26 მაისთან დაკავშირებული კომპანია "დენსუს გრუპის" დასკვნა მნიშვნელოვანი არგუმენტი იქნება მის გასათავისუფლებლად.

- ითქვა, რადგან ეს კომპანია საქართველოს მთავრობას უწევდა კონსულტაციას, მისი დასკვნა ვერ ჩაითვლება ობიექტურადო.

- ეს არის აშშ-ის განვითარების სააგენტოს დაფინანსებით მომზადებული დასკვნა და ამის შესახებ საქმის კურსშია აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი. რა არგუმენტიც უნდა მოიყვანოს მოწინააღმდეგე მხარემ, ამ დასკვნის გაბიაბრუება არ გამოვა. დასკვნა ძალზე გავლენიანი ექსპერტების მომზადებულია. Aამ კომპანიის მომსახურებით სარგებლობენ FBI-ც და სხვა ორგანიზაციებიც.

- საზოგადოების მნიშვნელოვანი ნაწილისთვის გამაღიზიანებელი აღმოჩნდა "დენსუს გრუპის" დასკვნაში ჩაწერილი შეფასება: "საქართველოს პოლიცია ქებას იმსახურებს იმის გამო, რომ კარგად გაართვა თავი ამგვარ გამოცდას და რთულ ვითარებას". არადა, აქციის დაშლისას ხალხი დაიღუპა.

- ამავე დასკვნაში ისიც წერია, რომ პოლიციის ზოგიერთმა თანამშრომელმა სამსახურებრივი უფლებამოსილება ბოროტად გამოიყენა, რაზეც მათ პასუხი უნდა აგონ. ეს დასკვნა ჩვენ არ მოგვიძებნია, დაცვის მხარეს პროკურატურამ მიაწოდა.

- პროკურატურამ ისიც თქვა, რომ ეს დასკვნა არ გამოდგება 26 მაისს ჩადენილი ქმედებების გასამართლებლად.

- პროკურატურის ეს განცხადება კი არასწორად მიმაჩნია. უნდათ საზოგადოებას დაანახონ, რომ ეს დასკვნა არაფერია, რეალურად კი ეს ძალიან მნიშვნელოვანი დასკვნაა და მას სასამართლო იგნორირებას ვერ გაუკეთებს.

- ითქვა, რომ ვანო მერაბიშვილის გათავისუფლება გადაწყვეტილი აქვს სასამართლოს.

- პროკურატურა უკეთესად რომ მომზადებულიყო და მოწმეები ხელზე დაწერილი "შპარგალკებით" არ მოეყვანა ბაჩო ახალაიას პროცესზე, მოწმეების გატაცება და მათზე ძალადობა რომ არ ყოფილიყო, შეიძლება ისიც არ გაემართლებინა სასამართლოს. წინასწარ არ ვიცი, რამდენად მომზადებული იქნება ვანოს სასამართლოზე ბრალდების მხარე.

- "სახალხო კრების" თავმჯდომარე ნონა გაფრინდაშვილი აცხადებს, თუ მერაბიშვილი გამოუშვეს, სახალხო აჯანყებას მოვაწყობთო.

- სახალხო აჯანყებაზე ხელისუფლებამ იდარდოს. აზრის გამოთქმის უფლება ყველას აქვს.

იხილეთ სტატიის სრული ვერსია

LIVE: გია ხუხაშვილი "ნიუსრუმიდან"

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა