დათუნა მგელაძე სიკვდილს აჩიკო მეფარიძემ გადაარჩინა

დათუნა მგელაძე სიკვდილს აჩიკო მეფარიძემ გადაარჩინა

დათუნა მგელაძე ორი თვეა, რუსეთის დედაქალაქში საცხოვრებლად გადავიდა. მიზეზი ალბათ არ გაგაკვირვებთ. როგორც ყველა მომღერალს, მასაც უნდა, ამ პროფესიისთვის დამახასიათებელი სავსე ცხოვრებით იცხოვროს. დათუნასთვის მნიშვნელოვანია, ჰქონდეს კონცერტები, წერდეს ახალ სიმღერებს, მუშაობდეს ბენდთან ერთად და ამ ყველაფერს აუდიტორია უფასებდეს, აქ კი, როგორც თავად ამბობს, ამის საშუალება სულ უფრო ნაკლებად ჰქონდა. მომღერალმა რამდენიმე სიმღერა ჩაწერა, მაგრამ მათი საზოგადოებისთვის წარდგენის საშუალება არ მიეცა, ვინაიდან ზოგადად შოუბიზნესის სა-მყარო საქართველოში სულ უფრო ნაკლებად აქტუალური და დაფასებულია. შესაბამისად, თამუნა ამონაშვილის მეუღლის, რეზიკო არჩვაძის ინიციატივით და მისივე მიწვევით, მოსკოვში გამგზავრება გადაწყვიტა, თუმცა პირველი თვე საკმაოდ რთულად გადასატანი აღმოჩნდა. ამის შესახებ დათუნა თავად გვესაუბრა.

- რატომ გადაწყვიტე რუსეთში წასვლა?

- იდეის დონეზე სულ მქონდა, რომ სადმე გავმგზავრებულიყავი ბედის საცდელად. სულ ვფიქრობდი წასვლაზე, მაგრამ სად, ეს არ მქონდა გადაწყვეტილი. დამირეკა თამუნა ამონაშვილის ქმარმა, რეზიკო არჩვაძემ. მითხრა, რომ ჰქონდა შემოთავაზებაsalesland.ge - ფასდაკლებების სამყარო! და სურდა, მოსკოვში ჩავსულიყავი. გავიგე, რომ გააკეთა კომპანია, რომელშიც რამდენიმე მომღერალი, მათ შორის, რა თქმა უნდა, თამუნაც არის გაერთიანებული და კორპორატიულ საღამოებზე გამოდიან. ერთი დღე დასაფიქრებლად ვთხოვე. ვიფიქრე, აქ არაფერს განსაკუთრებულს არ ვაკეთებ-მეთქი და დავთანხმდი.

მოსკოვში ორი თვის წინ გამოვემგზრე. როგორც კი ჩამოვედი, დამემართა წითელა. ორი კვირა ძალიან ცუდად ვიყავი, მაგრამ ვერ გაიგეს, რა მჭირდა. თავიდან ანგინა ეგონათ, ექიმი კი გამოვიძახეთ, მაგრამ ვერ მიხვდნენ, რომ წითელა მქონდა. შემდეგ, როცა ძალიან ცუდად გავხდი, სასწრაფოთი საავადმყოფოში გადამიყვანეს, სადაც ანალიზები გამიკეთეს და ბატონები აღმომაჩნდა. ათი დღე საავადმყოფოში გავატარე და გამოვჯანმრთელდი, თუმცა სურდო მაინც დამრჩა. ერთი თვის თავზე დავიწყე მუსიკალური კარიერისკენ სწრაფვა, მანამდე არ გამომივიდა (იცინის).

ძალიან გამიმართლა და მყავს ბენდი, რომელსაც ხელმძღვანელობს ნიკა ადიკაშვილი, ძალიან ნიჭიერი ადამიანი, რომელსაც კარგად გავუგე მუსიკალურად. ვარჩევთ რეპერტუარს, უკვე დავიწყეთ კორპორატიულ საღამოებზე გამოსვლა. როგორც აქაური ქართველი მომღერლები მეუბნებიან, კარგი სტარტი ავიღეთ, ძალიან მალე აიდგი ფეხი და ცოტა ნუ გვაშინებო. არავის ვაშინებ, მაგრამ ჩემს საქმეს აუცილებლად ხუთიანზე გავაკეთებ (იღიმის).

- რატომ აშინებ?

- კონკურენციას გულისხმობდნენ. აქ ბევრი ადამიანია, რომლებიც წლებია ცხოვრობენ და მუშაობენ. რესტორნებში გამოდიან და ეს აკმაყოფილებთ, მაგრამ მე ამით დაკმაყოფილებას არ ვაპირებ. ახალგაზრდა ვარ და რატომაც არ უნდა ვცადო ბედი? კორპორატიულ საღამოებს ბევრი მუსიკოსიც ესწრება, ზოგადად მსმენელიც ძალიან მომეწონა. თუ თავს კარგად წარმოაჩენ, დიდი შანსია, რომ აქაური შოუბიზნესის ბაზარზე გახვიდე. სამი ადამიანია, რომელთა ვინაობას ჯერ არ გავამჟღავნებ, რომლებიც მეუბნებიან, სექტემბრამდე დაგვაცადე და ყველაფერს გაგიკეთებთო. მე მათზე დიდად ჩამოკიდებული არ ვარ, მაგრამ ამ სამი ადა-მიანიდან ერთმა მაინც რომ შეასრულოს პირობა, რასაკვირველია, ძალიან კარგი იქნება. თავს კარგად ვგრძნობ და საერთოდ არ ვნანობ, რომ აქ ვარ.

- ფაქტობრივად, საცხოვრებლად გადახვედი.

- რადგან ასეთი ნაბიჯი გადავდგი, რომ აქაც მინდა კარიერა გავიკეთო, ასე გამოვიდა. მინდა, ავისრულო ჩემი სურვილი და ასეც იქნება, ყოველ შემთხვევაში, ასეთი პირი უჩანს.

- ინტერვიუმდე მეუბნებოდი, რომ ავადმყოფობისას მეგობრები ძალიან დაგიდგნენ გვერდში.

- რეზიკო და თამუნა ბოლომდე მედგნენ გვერდში და დიდი პატივი მცეს. ვინაიდან არ ვიცოდი, რა მჭირდა, ჩემ თავსაც ვერ ვშველოდი. მე ისეთი ბატი ვარ, ვიწვებოდი და უბრალოდ, წამლებს დავლევდი, რაც თურმე წითელას არ შველის. აჩიკო მეფარიძემ რომ გაიგო ჩემი ავადმყოფობის ამბავი, სასწრაფოდ მოვიდა ჩემ სანახავად და რადგან ექიმია, თქვა, ანალიზები აუცილებლად უნდა გავუკეთოთო. ფაქტობრივად, აჩიკომ გადამარჩინა. ძალიან დიდი მადლობა მინდა გადავუხადო ამ სამ ადამიანს, რადგან საავადმყოფოში წოლისას ათი დღის განმავლობაში ღამით ქვევით იყვნენ, რადგან პალატაში არავის უშვებდნენ და ელოდებოდნენ, რაიმე რომ არ დამჭირვებოდა.

- ოჯახის წევრებმა მოგიწონეს გადაწყვეტილება?

- როცა ოჯახთან ცხოვრობ, ისინი პირველები ისმენენ შენს წუწუნს, უკმაყოფილებას, კონცერტის ''ლომკა'' მქონდა, რაღაცის გაკეთება მინდოდა, რამდენიმე სიმღერა ჩავწერე, რომლებიც არ ვიცოდი, სად უნდა გამეშვა და ასე უბრალოდ მედო სახლში.

- ეს პირველი ოქტომბრის შემდეგ პერიოდს ეხება?

- არა, არა, კონცერტები მანამდეც არ მქონდა. ჩემი ოჯახის წევრები ხშირად მოსწრებიან ჩემს უხასიათოდ ყოფნას, სულ ვკითხულობდი, რატომ არ მქონდა კონცერტები, მუშაობის საშუალება. დედაჩემს ვუთხარი, ჯერ ახალგაზრდა ვარ და წავალ-მეთქი. ერთი თვეა, რაც დავიწყე მუშაობა და ყველამ თუ არა, ნახევარმა მუსიკალურმა წრემ მაინც იცის, რომ არსებობს ვინმე დათუნა მგელაძე, რომელიც არცთუ ურიგოდ მღერის და ეს უკვე კარგია (იღიმის).

იხილეთ სტატიის სრული ვერსია

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება