ჯასტინ ბიბერმა მაიკლ ჯექსონთან "ერთად" სიმღერა ჩაწერა

ჯასტინ ბიბერმა მაიკლ ჯექსონთან "ერთად" სიმღერა ჩაწერა

კანადელმა მომღერალმა ჯასტინ ბიბერმა ახალი სინგლი - Slave 2 The Rhythm - სიმღერის ავტორთან, მაიკლ ჯექსონთან "ერთად" ჩაწერა. ჯასტინმა სიმღერის საფუძვლად ჯექსონის გამოუქვეყნებელი სინგლიდან მომღერლის ხმა გამოიყენა. ამის პარალელურად, ბიბერმა სიმღერის რამდენიმე სტროფი თავადაც ჩაწერა და ჯექსონის ხმას dubstep-ის სტილში შეუერთა. ახალგაზრდა შემსრულებლის შემოქმედებამ პოპის მეფის ფანები აღაშფოთა.

ჯექსონმა აღნიშნული კომპოზიცია 2009 წელს გარდაცვალებამდე ცოტა ხნით ადრე ჩაწერა.

გავრცელებული ინფორმაციით, ჯასტინ ბიბერს მაიკლ ჯექსონის მდიდრული სახლის შეძენაც სურს კალიფორნიაში. კანადელი არ მალავს, რომ ის მაიკლ ჯექსონის დიდი თაყვანისმცემელია.

მომზადებულია segodnya.ua-ს მიხედვით.

იხილეთ ვიდეო

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება