რა კავშირშია ეგვიპტელებზე მიყიდულ მიწასთან გამგეობის ზედამხედველობის სამსახურის უფროსი

რა კავშირშია ეგვიპტელებზე მიყიდულ მიწასთან გამგეობის ზედამხედველობის სამსახურის უფროსი

2013 წლის 31 მაისს სოფელ ხელთუბნის ეგვიპტელებზე გადაფორმებული სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების 82 270 კვ.მ ფართობი მიწის ერთ-ერთი მფლობელი გორის გამგეობის ზედამხედველობის სამსახურის ამჟამინდელი უფროსი იყო. გიორგი შენგელია ამ მიწას გიორგი ბაშინჯაღელსა და კახაბერ ტერმელაშვილთნ ერთად ფლობდა და ეგვიპტელებისგან აღებული თანხა გამგეობის ზედამხედველობის სამსახურის უფროსსაც უნდა შეხვედროდა.

"მე თქვენი საიტის საშუალებით გავიგე, რომ ეს მიწა ეგვიპტელებზე გაუყიდიათ. მიწის ერთ-ერთი მესაკუთრე მე ვიყავი, მაგრამ ეგვიპტელებთან მოლაპარაკება მე არ მიწარმოებია. როგორც მახსოვს, წინა დღეებში, მე ჩემს პარტნიორებს ჩემი წილი სადღაც 1700 ლარად მივყიდე. გიორგი ბაშინჯაღელმა მთხოვა, რომ მიწა მინდობილობით გადამეცა. როგორც ჩანს, ამ მინდობილობის საფუძველზე გაყიდეს მთლიანი მიწა, მათ შორის ჩემი კუთვნილი წილი", - აცხადებს qartli.ge -თან საუბარში გიორგი შენგელია.

იხილეთ ვრცლად

შიდა ქართლის საინფორმაციო ცენტრი

იმერეთის გუბერნატორის ხელფასი გაორმაგდა

ორი ობლისა და ორი ბებიას შემზარავი გასაჭირი გურიაში

ფოთისა და ყულევის სანაპიროზე საშტორმო მდგომარეობა გამოცხადდა