ტელეკომპანია "მე-9 არხის" გენერალური დირექტორის, ლუბა ელიაშვილის განცხადებით, "მე-9 არხს" შესაძენად არაერთი დაინტერესებული პირი გამოუჩნდა. აღნიშნული განცხადება ლუბა ელიაშვილმა რამდენიმე წუთის წინ გააკეთა. მისი ინფორმაციით, "მე-9 არხისა" და ”ინფო 9”-ის შეძენის სურვილი არაერთს პირს გაუჩნდა, თუმცა დაინტერესებულ პირებს "ინფო 9"-ის მხოლოდ ბრენდის შეძენა სურთ.
ლუბა ელიაშვილის განცხადებით, ის ჯერ არ შეხვედრია ტელეკომპანია "მე-9 არხისა" და "ინფო 9"-ის მფლობელებს.
როგორც ელიაშვილმა განაცხადა, გუშინდელი მძიმე დღის შემდეგ დღეს დასვენება სურდა, თუმცა, ვინაიდან გამოჩნდნენ ტელეკომპანია "მე-9 არხის" და "ინფო-9"_ის შეძენის მსურველები, მოსამზადებელია პაკეტები, რომელსაც შესთავაზებენ პოტენციურ მყიდველებს. ელიაშვილის თქმით, პაკეტში გათვალისწინებული უნდა იყოს თანამშრომელთა სამუშაოს შენარჩუნება.
როგორც ლუბა ელიაშვილმა განაცხადა, კომპანია "მე-9 არხზე" ჩატარებულია ინვენტარიზაცია, დათვლილია პასიური და აქტიური აქტივები და სწორედ ამის წარდგენა მოხდება პოტენციური მყიდველებისთვის.
გარდა ამისა, როგორც ლუბა ელიაშვილმა განაცხადა, ტელეკომპანია "მე-9 არხის" ტექნიკა თვითღირებულების 1/3 ფასად გაიყიდება. როგორც ლუბა ელიაშვილმა განაცხადა, ის კვლავ დაუბრუნდება აღნიშნულ დოკუმენტაციას, შეადგენს სპეციალურ პაკეტებს და ამის შემდეგ ის შეხვდება ტელეკომპანია "მე-9 არხისა" და "ინფო 9"-ის მფლობელებს.