"მე და დათო ვხუმრობდით, რომ პრინცი უილიამის შვილის დაბადებამ გადაფარა ჩვენი ქორწილი"

"მე და დათო ვხუმრობდით, რომ პრინცი უილიამის შვილის დაბადებამ გადაფარა ჩვენი ქორწილი"

ბოლო ერთი წელი ელისო ჩაფიძის ცხოვრებაში განსაკუთრებული აღმოჩნდა. ჯერ ჟურნალისტიკიდან პოლიტიკაში გადაინაცვლა, შემდეგ - პარლამენტში და რამდენიმე კვირის წინ დაოჯახდა. მისი რჩეული დავით მიქაბერიძე გახლავთ. წყვილმა რამდენიმე თვის წინ გაიცნო ერთმანეთი და ის ფაქტი, რომ ბატონი დავითი ამნისტირებული პატიმარი აღმოჩნდა, უამრავჯერ დაიწერა. პოლიტიკოს ქალბატონს თბილისში შევხვდით. ინტერვიუს დაწყებამდე მთხოვა, რომ პირად ცხოვრებაზე საუბარი აღარ სურს და მხოლოდ პოლიტიკაზე გვესაუბრა. ალბათ დაიღალა, რადგან ბოლო დროს სოციალურ ქსელში მის მეუღლეზე არასასიამოვნო ინფორმაციები გაავრცელეს. ინტერვიუზე ელისოს მეუღლე ახლდა. პოლიტიკოსი ქალბატონი შეცვლილია, უფრო ბედნიერი და გახარებულია...

- ელისო, როგორ შეფასებთ გიორგი მარგველაშვილს, როგორც საპრეზიდენტო კანდიდატს?

- მე რომ გითხრათ, ველოდი გიორგის დასახელებას-მეთქი, მართალი არ ვიქნები, რადგან კანდიდატურა კოალიციის პოლიტსაბჭოს წევრებისთვის გასაიდუმლოებული იყო. ეს იყო ბრძნული გადაწყვეტილება. მე მგონი, გიორგი მართლაც ევროპული ტიპის ლიდერი იქნება. დარწმუნებული ვარ, პრეზიდენტი გახდება და საქართველოს ისტორიაში შევა, როგორც კარგი პრეზიდენტი. მას არასოდეს გაუჩნდება ცდუნება, გასცდეს თავისი უფლებამოსილების ფარგლებს. საბჭოთა ტიპის მენტალობა უნდა დაიმსხვრეს და ქვეყანა დემოკრატიულ მმართველობაზე უნდა გადავიდეს, სადაც ყველა თანამდებობის პირი ჩვეულებრივი ადამიანი იქნება. ისინი ჩვეულებრივ ივლიან აღმაშენებელზე და მოსახლეობას შეხვდებიან. როგორც მე ვიცი, გიორგი ხშირად სეირნობს რუსთაველზე, ლექციებს კითხულობს.

- არჩევნებს მუდმივად ახლა­ვს კომპრომატების ომი. როგორ ფი­ქრობთ, წინასაარჩევნოდ ნაციონალებს არ ექნებათ კომპრომატები გადანახული თქვენი კანდიდატის წინააღმდეგ?

- ეს ნაცადი მეთოდია და ერთი წლის განმავლობაში საშინელი შეურაცხყოფა გამოვიარეთ. ბევრი რამე ვისწავლეთ ამის შედეგად. ასეთი დარტყმის ქვეშ იშვიათად აღმოჩნდები ადამიანი. შეურაცხყოფისა და ცილისწამების მოთმენა ეკლესიურადაც ძალიან სასარგებლოა ადამიანისთვის.

- ამბობენ, რომ "ქართულ ოცნებასაც" აქვს გადანახული "საინტერესო" კომპრომატები "ნაციონალების" წი­ნააღმდეგ.

- ეს ის სფეროა, სადაც შესვლას არ ვაპირებ. არ უნდა გამოიყენო ის მეთოდი სხვის წინააღმდეგ, რაც არ გინდა, შენ წინააღმდეგ გამოიყენონ. ჩვენი პრეზიდენტობის კანდიდატის ცხოვრება საჯაროა. ის არის ინტელექტუალი ადამიანი, მას აქვს თავისი პირადი ცხოვრება. ცხოვრობს სოფლად.

- მისი პირადი ცხოვრება მუდმივად არის განსჯის საგანი. ბოლოს უმრავლესობის დეპუტატმა ომარ ნიშნიანიძემ სკანდალური განცხადება გააკეთა. ის ამბობს, რომ სვანეთში მარგველაშვილს ოჯ­ახურ მდგომარეობას უწუნებენ.

- არა მგონია, დეპუტატისგან ეს განცხადება ეთიკური იყოს ჩვენი გუნდის პრეზიდენტობის კანდიდატის მიმართ. მთავარი ის კი არ არის, მოგვწონს თუ არა ერთმანეთი, ხელისუფლებაში მოსვლით პასუხისმგებლობა იმ დაპირებების შესრულებაზე ავიღეთ, რომელიც "ქართულმა ოცნებამ" გასცა წინასაარჩევნოდ და გიორგი მარგველაშვილი გახლავთ ამ რგოლის ერთ-ერთი შემადგენელი ნაწილი. ის უნდა გახდეს იმის გარანტი, რომ მომავალი ოთხი-ხუთი წლის განმავლობაში "ქართული ოცნება" შეასრულებს დანაპირებს. ჩემთვის გიორგის ხელისუფლებაში მოსვლა ნიშნავს სტაბილურ ურთიერთობას ევროპასთან.

- რომელ ევროპულ პოლიტიკურ ლიდერს გაგონებთ?

- პარალელს ვერ გავავლებ, მაგრამ გერმანიას ყოველთვის ჰყავს გაწონასწორებული, კეთილშობილი, დამაბალანსებელი პრეზიდენტი, რომელიც იშვიათად ერევა პოლიტიკურ პროცესებში.

- რამდენიმე დღის წინ ბათუმში სამხედრო ხომალდზე საკმაოდ უხერხული შეხვედრა ჰქონდათ პრეზიდენტს და პრემიერს. სააკაშვილის გამოსვლის დროს ივანიშვილის და ამერიკის ელჩის სიცილი ბევრმა ძალიან ცუდად შეაფასა.

- მე როგორც ვხედავდი, ელჩს არ უთარგმნიდნენ სააკაშვილის საუბარს. არ შემიძლია, ადამიანის მიმიკების გამო კომენტარები გავაკეთო. შესაძლოა, ეს პრეზიდენტის გამოსვლით იყო გამოწვეული, ან მის მიმართ დამოკიდებულებით, რომელიც მუდმივად თავის მართლების რეჟიმშია აგვისტოს ომის გამო. თუმცა მე მგონია, მთელ მსოფლიოს ეცინება ტალიავინის დასკვნის შემდეგ. "ნაციონალების" პრეზიდენტობის კანდიდატი ჩვენგან დანა-ჩანგლით ითხოვდა მტრის მოგერიებას. თბილისი ერთი წუთით არ დამიტოვებია, "ნაციონალური მოძრაობის" წარმომადგენლებისგან განსხვავებით. ძნელად წარმომიდგენია, თუ ბავშვობაში არ ხარ ჩარჩენილი, რეალურ ცხოვრებაში მტერი დანა-ჩანგლით როგორ უნდა მოიგერიო. ეს ცოტა რთულია (იღიმება). თუ ბატონი ბაქრაძე ქვეყნის მთავარსარდალი იქნება, იმედია, თავდაცვას რჩევას არ მისცემს, რომ მტრის წინააღმდეგ საბრძოლველად დანა-ჩანგალი და კომპიუტერები მოამზადონ.

იხილეთ სტატიის სრული ვერსია

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია