ხელისუფალთა საყურადღებოდ! ბატონებო, ჯერ წვრილმანები მოაწესრიგეთ და მერე გადადით მსხვილმანებზე!

ხელისუფალთა საყურადღებოდ! ბატონებო, ჯერ წვრილმანები მოაწესრიგეთ და მერე გადადით მსხვილმანებზე!

ამ წერილის დაწერა 17 აგვისტოს თბილისში მომხდარმა ტრაგედიამ გადამაწყვეტინა. საინფორმაციო სააგენტოების ცნობით, N140 ავტობუსის ერთ-ერთ გაჩერებაზე კონტროლიორი ავიდა და მგზავრს ბილეთის წარდგენა მოსთხოვა. მგზავრს შუახნის მამაკაცი გამოესარჩლა, ალბათ, კამათისას ინერვიულა და გულის შეტევით გარდაიცვალა.

მორალის კითხვას არ ვაპირებ და არც იმაში დაეჭვებას, რომ წესრიგი უნდა იყოს ყველგან - ავტობუსშიც, გზებზეც, სადარბაზოებშიც, პარკებშიც, მაგრამ წესრიგის დაცვა საკუთარი მოქალაქეების აბუჩად აგდებაში არ უნდა გადაიზარდოს.

ხომ ვითომ წვრილმანია კონტროლიორისა და მგზავრის ურთიერთობა? მაგრამ ამ წვრილმანს ტრაგედია მოჰყვა. ჩვენთვის მისაბაძ და საოცნებო (ყოველგვარი ირონიის გარეშე ვამბობ ამას) დასავლეთში ჯერ ეს წვრილმანები მოაწესრიგეს და მერე გადავიდნენ მსხვილმანებზე. მაგალითად, იქ კონტროლიორი უბილეთო მგზავრს არ გამოლანძღავს და საჯაროდ არ დაამცირებს (პარალელს არ ვავლებ ავტობუსში მომხდარ უბედურ შემთხვევასთან, უბრალოდ, საქართველოში ხშირად რომ ხდება ასე, ყველამ იცის). თუ გაბედავს კონკრეტულ სატრანსპორტო კომპანიას სასამართლოში უჩივლებენ და თავბედს აწყევლინებენ.

წარმოიდგინეთ, საქართველოში ასეთ ფაქტებზე ვინმეს რომ ეჩივლა და საქმეც მოეგო, ალბათ, თბილისის მერია კარგა ხნის გაკოტრებული იქნებოდა. მერიასაც, მის კონტროლიორებსაც და სხვა სამსახურებსაც ჩვენ ვუხდით ფულს, ამიტომ კეთილი ინებონ და ისწავლონ ჩვენთან ურთიერთობა. მაგრამ "სითი-პარკის" არ იყოს, თბილისში რატომღაც ყველაფერს უკუღმა აკეთებენ. ნორმალური ადგილობრივი ხელისუფლება ჯერ ინფრასტრუქტურას მოაწესრიგებდა, ქუჩებში მკაფიოდ მონიშნავდა, სად და რამდენი ხნით შეიძლება მანქანის გაჩერება, მოაწყობდა ავტოსადგომებს და შემდეგ შემოიღებდა მკაცრ სანქციებს, თბილისს კი "სითი-პარკი" შეუსიეს და ეს კომპანია წყვეტდა, ჰქონდა თუ არა მძღოლს კონკრეტულ ადგილზე "გაჩერების" უფლება. რა თქმა უნდა, 100-იდან 100 შემთხვევაში მძღოლი ტყუოდა. როგორ წყვეტდნენ ამას, უცნობია, სამაგიეროდ, მიზანია ნათელი და დიადი - ფულის ამოღება ჩვენი კისრიდან.

იხილეთ სტატიის სრული ვერსია

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია