ყველაზე მაღალანაზღაურებადი მოდელების რეიტინგი

ყველაზე მაღალანაზღაურებადი მოდელების რეიტინგი

ჟურნალმა Forbes-მა ყველაზე მაღალანაზღაურებადი მოდელების რეიტინგი შეადგინა.

პირველი ადგილი ათეულში ბრაზილიელმა ჟიზელ ბუნდჰენმა დაიკავა, რომელმაც ერთ წელიწადში 42 მლნ დოლარის გამომუშავება შეძლო. მისი წლიური შემოსავალი არა მხოლოდ კოლეგების, არამედ მეუღლის, ამერიკელი ფეხბურთელის ტომ ბრედის ანაზღაურებას (მისმა შემოსავალმა 38,3 მლნ დოლარი შეადგინა) მნიშვნელოვნად აღემატება.

გამოცემა წერს, რომ 33 წლის მოდელის წარმატების ერთ-ერთი მიზეზი მის სამშოლოში - ბრაზილიაში მოდის ბაზრის განვითარებულობაა, სადაც მას საკმაოდ ბევრ სამუშაოს სთავაზობენ.

ათეულის მეორე ადგილზე მსახიობ ორლანდო ბლუმის მეუღლე, ავსტრალიელი მირანდა კერი გავიდა. მან 7,2 მლნ დოლარი გამოიმუშავა. აღსანიშნავია, რომ ერთი წლით ადრე მოდელი რეიტინგის მეშვიდე ადგილს იკავებდა, მაგრამ მის მიმართ რეკლამის დამკვეთების ინტერესი გაიზარდა. ამასთან, მოდელი ქალის თეთრეულის მწარმოებელ ბრენდ Victoria's Secret-თან თანამშრომლობას აგრძელებს.

ყველაზე მაღალანაზღაურებადი მოდელების რეიტინგში მესამე ადგილს ბრაზილიელი ადრიანა ლიმა იკავებს, რომლის შემოსავალი 6 მლნ დოლარს შეადგენს. მისი ძირითადი დამქირავებელი კომპანია Victoria's Secret-ია. იგი ბრენდთან 2000 წლიდან თანამშრომლობს.

ყველაზე მდიდარი მოდელების ათეული ასე გამოიყურება:

1. ჟიზელ ბუნდჰენი (42)

2. მირანდა კერი (7,2)

3. ადრიანა ლიმა (6)

4. კეიტ მოსი (5,7)

5. ლიუ ვენი (4,3)

6. ჰილარი როდა (4)

7. კეროლინ მერფი (3,6)

8. ჯოან სმოლსი (3,5)

9. კენდის სვეინპოლი (3,3)

10. ლარა სტოუნი (3,2)

რეიტინგის შედგენისას გათვალისწინებულია მოდელების 2012 წლის ივლისიდან 2013 წლის ივლისის შემოსავლები.

მომზადებულია Forbes-ის მიხედვით.

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება