ჰოსნი მუბარაქი შინაპატიმრობაში დარჩება

 ჰოსნი მუბარაქი შინაპატიმრობაში დარჩება

ეგვიპტის ყოფილი პრეზიდენტი ჰოსნი მუბარაქი, რომელიც ციხეს სავარაუდოდ უახლოეს დღეებში დატოვეს, შინაპატიმრობაში დარჩება. ამის შესახებ "ევრონიუსი" იუწყება.

85 წლის მუბარაქი ეგვიპტის სასამართლომ გუშინ კორუფციის საქმეში გაამართლა და ციხიდან მისი გათავისუფლების გადაწყვეტილება მიიღო.

"მიღებული გადაწყვეტილება არ არის საბოლოო განაჩენი, ის მხოლოდ თავდებით გათავისუფლდა. სასამართლოს არ გამოუცხადებია ის უდანაშაულოდ. დიდი განსხვავებაა სასჯელის გაუქმებასა და თავდებით გათავისუფლებას შორის, რაც კანონით დაშვებულია", - განაცხადა სამართლის ექსპერტმა ჰოდა ნასრალამ.

ჰოსნი მუბარაქი 2011 წელს ეგვიპტეში საყოველთაო არეულობის დროს დემონსტრანტების მკვლელობაში თანამონაწილეობის ბრალდებით დააკავეს. მან უკვე მოიხადა წინასწარი პატიმრობის მაქსიმალური ვადა. ეგვიპტის კანონებით, ბრალდებულის ციხეში 2 წელზე მეტი ხანი გაჩერება გამამტყუნებელი განაჩენის გარეშე აკრძალულია.

ეგვიპტის ყოფილი პრეზიდენტი შინაპატიმრობაში დარჩება საბოლოო განაჩენის გამოტანამდე მშვიდობიანი დემონსტრანტების დახოცვაში თანამონაწილეობის საქმეში.

მომზადებულია euronews.com-ის მიხედვით.

9 წლის გოგონებს ერთი საათით "ათხოვებენ" - ჟურნალისტებმა ერაყში შემზარავი მასალა გადაიღეს

მოსკოვში ხანძარს 4 ბავშვი ემსხვერპლა - "უყურადღებოდ იყვნენ დარჩენილი, რადგან დედა ან მეზობელთან იყო გასული, ან ნასვამს ეძინა"

პრინცს, რომელსაც ქალი გაუპატიურებას აბრალებს, ავსტრალიაში არავინ დახვდა