იან სომერჰალდერს ახალი "გოგონა" ჰყავს

იან სომერჰალდერს ახალი "გოგონა" ჰყავს

მას შემდეგ, რაც "ვამპირის დღიურების" პოპულარული ვარსკვლავური წყვილი, იან სომერჰალდერი და ნინა დობრევი ერთმანეთს დაშორდნენ, დასავლური პრესის ჟურნალისტები უშედეგოდ ცდილობენ გაარკვიონ, თუ ვინ იქნება ის იღბლიანი ქალი, რომელიც იანის საყვარლის ამპლუას მოირგებს. აღმოჩნდა, რომ ადამიანებს ამ შემთხვევაში ნაკლებად გაუმართლათ. იანმა სოციალურ ქსელში ხუმრობით განაცხადა, რომ ერთადერთი გოგონა, რომელიც მის ყურადღებას იპყრობს ეს ერთგული და საყვარელი ძაღლია.

"გაიცანით ჩემი ახალი გოგონა. ის ძალიან საყვარელი, ლამაზი და ჭკვიანია. სახლში კიდევ 3 კატა მყავს. ყველა მათგანი ძალიან მიყვარს", - დაწერა ვარსკვლავმა სოციალურ ქსელში.

იანი ცხოველების მიმართ სიყვარულით არის ცნობილი. მსახიობი ცხოველთა დაცვის ორგანიზაციებს ფინანსურად ხშირად ეხმარება.

მომზადებულია yahoo.com-ის მიხედვით.

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება