10 საინტერესო ფაქტი ფილმზე - ''ვიღაცამ გუგულის ბუდეს გადაუფრინა''

10 საინტერესო ფაქტი ფილმზე - ''ვიღაცამ გუგულის ბუდეს გადაუფრინა''

''ვიღაცამ გუგულის ბუდეს გადაუფრინა'' მილოშ ფორმანის გენიალური ფილმია, რომელიც 1975 წელს გამოვიდა და შემქმნელებს ხუთი ''ოსკარი'' , 30 სხვა კინოჯილდო და ასევე 12 ნომინაცია მოუტანა სხვადასხვა კატეგორიაში.

''ოქროს კაცუნა'' რეჟისორთან ერთად დაისაკუთრეს ჯეკ ნიკოლსონმა ვირტუოზულად შესრულებული მთავარი როლისთვის, ლუიზა ფლეტჩერმა - ქალის მთავარი როლისთვის, საუკეთესო ადაპტირებული სცენარისთვის - ლოურენს ჰაუბენმა და ბო გოლდმანმა.

ფილმმა საუკეთესო სურათის კატეგორიაშიც აიღო ჰოლივუდური სამყაროს მთავარი ჯილდო და შესაბამისად, 41 წლის განმავლობაში გახდა პირველი ფილმი, რომელმაც ''ოსკარის'' ძირითად ნომინაციებში გაიმარჯვა.

ამ ფილმს არც ერთი ჯილდოც რომ არ მიეღო, ''ვიღაცამ გუგულის ბუდეს გადაუფრინა'' კინოკლასიკის გალერეაში კუთვნილ ადგილს აუცილებლად დაიკავებდა.

ალბათ, არ არსებობს ზრდასრული ადამიანი, რომელსაც ეს ფილმი ნანახი არ აქვს, ამიტომაც დღევანდელ ნომერში ''რეიტინგი'' იმ 10 ფაქტის შესახებ მოგითხრობთ, რომლებიც ამ შედევრს უკავშირდება.

1. რამდენიმე წელი დასჭირდა იმ წიგნის გამოქვეყნებას, რომლის მიხედვითაც ფილმი გადაიღეს. მიუხედავად იმისა, რომ კენ კიზიმ ეს ნაწარმოები 1959 წელს დაწერა, მისი გამოქვეყნება გამომცემლობებმა მხოლოდ 1963 წელს გადაწყვიტეს.

2. ''ოსკაროსანი'' მსახიობი ანჟელიკა ჰიუსტონი ამ ფილმში მხოლოდ მასობრივ სცენაში მონაწილეობს და ერთ ეპიზოდში ჩანს. ანჟელიკასა და ჯეკ ნიკოლსონს ერთმანეთთან რომანტიკული ურთიერთობები აკავშირებდათ, რაც საკმაოდ დიდი პერიოდის განმავლობაში, 1973 წლიდან 1989 წლამდე გრძელდებოდა.

იხილეთ სტატიის სრული ვერსია

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება