11-მა არასამთვრობო ორგანიზაციამ ცესკო-ს თავმჯდომარედ თამარ ჟვანია წარადგინა

11-მა არასამთვრობო ორგანიზაციამ ცესკო-ს თავმჯდომარედ თამარ ჟვანია წარადგინა

11-მა არასამთვრობო ორგანიზაციამ ცესკო-ს თავმჯდომარის თანამდებობაზე თამარ ჟვანიას კანდიდატურა წარადგინა. ამასთან დაკავშირებით პრესკონფერენცია სასტუმრო "რედისონში" დღეს პრესკონფერენცია გაიმართა.

როგორც პრესკონფერენციაზე "სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოების" აღმასრულებელმა დირექტორმა, ნინო ლომჯარიამ აღნიშნა, თამარ ჟვანიას საარჩევნი კუთხით საპასუხისმგებლო პოზიციაზე ხანგრძლივი გამოცდილება აქვს. "თამარ ჟვანია დემოკრატიის მმართველობის და არჩევნების სფეროში "რესურსების განვითარების პროგრამის სრულად აკრედიტებული ფასილიტატორია, მონაწილეობა აქვს მიღებული სხვადასხვა საერთაშორისო ტრეინინგებში, პროექტებსა და კვლევებში", - განაცხადა ლომჯარიამ.

მისივე თქმით, კანდიდატის შერჩევის კრიტერიუმად ორგანიზაციებმა მხედველობაში მიიღეს ადგილობრივ და საერთაშორისო ორგანიზაციებში საარჩევნო საკითხებზე მუშაობის დიდი გამოცდილება, საარჩევნო ადმინისტრაციის საქმიანობის სპეციფიკის კარგი ცოდნა, კანდიდატის არაპარტიული წარსული, პიროვნული ღირსებები.

ლომჯარიას განცხადებით, არასამთავორბო ორგანიზაციებს მიაჩნიათ, რომ თამარ თამარ ჟვანია სრულად აკმაყოფილებს ცესკო-ს თავმჯდომარის კანდიდატისთვის დადგენილ კრიტერიუმებს.

ლომჯარიას თქმით, მმართველ კოალიციაში გაუჭირდებათ მიზეზის მოძებნა თუ რატომ არ უნდა დაუჭირონ მხარი თამარ ჟვანიას.

"იმედს გამოვთქვამთ, რომ საქართველოს პრეზიდენტის მსგავსად მმართველი კოალიციაც გამოავლენს საკუთარ ნებას მხარი დაუჭიროს ჩვენს მიერ დასახელებულ კანდიდატს არჩევანის გაკეთების დროს" , - აცხადებს ლომჯარია.

თამარ ჟვანიას კადიდატურა 11 არასამთავრობო ორგანიზაციამ წარადგინა მათ შორის არის: "სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოება", "საერთაშორისო გამჭვირვალობა -საქართველო", "საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია", "ადამიანის უფლებების სწავლების და მონიტორინგის ცენტრი", ფონდი "ღია საზოგადოება - საქართველო", "კონსტიტუციის 42-ე მუხლი", "მრავალენოვანი საქართველო", კოალიცია სამოქალაქო განვითარებისთვის, "განვითარების დემოკრატიის ცენტრი", საქართველოს დემოკრატიული ინიციატივა" და საარჩევნო გარემოს განვითარების ცენტრი.

ცესკო-ს თავმჯდომარემ, ზურაბ ხარატიშვილმა თანამდებობა 12 აგვისტოს დატოვა. ცესკო-ს თავმჯდომარის უფლებამოსილების შეწყვეტიდან არაუგვიანეს 15 დღისა, პრეზიდენტი სამოქალაქო სექტორთან კონსულტაციების შემდეგ, ცესკო-ს 3 კანდიდატურას წარუდგენს.

ამასთან, საქართველოს პრეზიდენტმა, მიხეილ სააკაშვილმა გუშინ გაავრცელა განცხადება, რომ მზად არის, არასამთავრობოების მიერ შერჩეულ კანდიდტურას მხარი დაუჭიროს.

"ინტერპრესნიუსი"

LIVE: გია ხუხაშვილი "ნიუსრუმიდან"

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა