მუმბაიში ფოტოჟურნალისტი ხუთმა შეიარაღებულმა თავდამსხმელმა გააუპატიურა

მუმბაიში ფოტოჟურნალისტი ხუთმა შეიარაღებულმა თავდამსხმელმა გააუპატიურა

ინდოეთის ქალაქ მუმბაიში 23 წლის ფოტოჟურნალისტი ხუთმა შეიარაღებულმა თავდამსხმელმა გააუპატიურა. ამის შესახებ "ბიბისი" იუწყება.

გავრცელებული ინფორმაციით, გოგონას თან ახლდა მეგობარი ბიჭი, რომელიც თავდამსხმელებმა სასტიკად სცემეს.

ადგილობრივი პოლიციის განცხადებით, მომხდართან დაკავშირებით 35 ეჭვმიტანილი დაკავებულია. ამასთან პოლიციამ გაავრცელა 5 ძებნილი ეჭვმიტანილის გრაფიკული ფოტოები.

23 წლის ფოტოჟურნალისტი, რომელიც მუმბაის ერთ-ერთ ინგლისურენოვან ჟურნალში მუშაობდა, ამჟამად საავადმყოფოშია მოთავსებული.

გასული წლის დეკემბერში ინდოეთის დედაქალაქ დელიში, ავტობუსში ჯგუფური გაუპატიურების შედეგად 23 წლის სტუდენტი გოგონა გარდაიცვალა.

მომზადებულია bbc.co.uk-ის მიხედვით.

"იბერიას" ჟურნალისტები განცხადებას ავრცელებენ

უჩა მამაცაშვილი "იბერიასა" და "ომეგა ჯგუფის" ირგვლივ მიმდინარე პროცესებზე პროკურატურას მიმართავს

ქართული ტელევიზიების მეპატრონეები, მათი ინტერესები და გავლენები