ბარბარე რაფალიანცის ოჯახი ნინო ბურჯანაძეს დახმარებას სთხოვს

ბარბარე რაფალიანცის ოჯახი ნინო ბურჯანაძეს დახმარებას სთხოვს

ბარბარე რაფალიანცის ოჯახი, "დემოკრატიული მოძრაობა - ერთიანი საქართველოსთვის" პრეზიდენტობის კანდიდატს ნინო ბურჯანაძეს დახმარებას სთხოვს. როგორ ბურჯანაძესთან გურჯაანში გამართულ წინასაარჩევნო შეხვედრის დროს, ბავშვის ბებიამ თინა მექერიშვილმა აღნიშნა, ბავშვის გარდაცვალებიდან ერთი წელი სრულდება და საქმე ამ დრომდე გამოძიებული არ არის.

"ძალიან გთხოვთ დამეხმაროთ, ბოლო მოუღოთ ჩვენ წვალებას, გვეუბნებიან რომ გამოძიება მიდის, თუმცა საქმე ამ დრომდე გახსნილი არ არის. არავის იმედი აღარ გვაქვს, ვფიქრობ რომ "ოცნებას და "ნაციონალებს" კუდები აქვთ გადაგრეხილი, ამიტომ არ იძიებენ ამ საქმეს", - მიმართა ბავშვის ბებიამ ნინო ბურჯანაძეს.

ბარბარე რაფალიანცის ბებიის მიმართვას, ნინო ბურჯანაძე ჟურნალისტებთან კომენტარში გამოეხმაურა.

"იურისტი ვარ და ზუსტად ვიცი, როდესაც მკვლელობა ერთი წელი არ იხსნება, შემდეგ ეს საქმე თითქმის აღარ იხსნება ხოლმე. რთულია მოტივებზე ისაუბრო, მაგრამ მაშინ პოლიტიკოსების მხრიდან კეთდებოდა ათასნაირი განცხადებები. ვფიქრობ, ხელისუფლება უფრო ქმედითი რომ იყოს, ბარბარე რაფალიანცის საქმე, რომელიც ბოლო პერიოდის ერთ-ერთი რეზონანსული საქმეა, აქამდე გახსნილი იქნებოდა", - განუცხადა ჟურნალისტებს ნინო ბურჯანაძემ.

"ინტერპრესნიუსი"

LIVE: გია ხუხაშვილი "ნიუსრუმიდან"

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა