"BATUMI SUMMER SET 2013" - ბათუმი ამიერკავკასიის ყველაზე მასშტაბურ მუსიკალურ ფესტივალს მასპინძლობს

"BATUMI SUMMER SET 2013" - ბათუმი ამიერკავკასიის ყველაზე მასშტაბურ მუსიკალურ ფესტივალს მასპინძლობს

22-24 აგვისტოს ჩათვლით ბათუმის საოცრებათა პარკი ამიერკავკასიის ყველაზე მასშტაბურ მუსიკალურ ფესტივალს "BATUMI SUMMER SET 2013"-ს მასპინძლობს.

მუსიკალური ფესტივალისთვის სპეციალური ზონა გამოიყო და საფესტივალო ქალაქი მოეწყო. ფესტივალის ორგანიზატორების ინფორმაციით, წლევანდელ "BATUMI SUMMER SET"-ში მსოფლიოში ცნობილ მუსიკოსები მონაწილეობენ.

საფესტივალო ქალაქი რამდენიმე ზონისგან შედგება. კერძოდ, მოწყობილია VIP და FREEDOM ზონები, ასევე, მიუზიქის ორი ზონა, აქედან ერთი კინოთეატრია, აქვეა ძირითადი და საცეკვაო სცენები. სპეციალურად მოწყობილია ინფრასტრუქტურა - საფესტივალო ბანერები ფოტოების გადასაღებად, მასშტაბური ბარი და სხვადასხვა გასართობი თამაშები. საფესტივალო მუსიკალური საღამოები 20:00 საათიდან იწყება გათენებამდე გრძელდება.

ფესტივალი 22 აგვისტოს, 20:00 საათზე Solar Eclipse გახსნა, ასევე, მსმენელის წინაშე წარსდგა ელექტრონული მუსიკის დუეტი LAID BACK, მექსიკელი დიჯეი BETOKO და გერმანელი DJ/producer PHON-O.

23 აგვისტოს ელექტრონული მუსიკის მოყვარულებისთვის SLEEP PARTY PEOPLE-მა, 23 წლის სან-ფრანცისკოელმა მულტი-ინსტრუმენტალისტმა GIRAFFAGE-მ, MAX COOPER-მა და გერმანელმა დიჯეი DOMINIK EULBERG-მა დაუკრეს.

24 აგვისტოს მუსიკალურ ფესტივალს FAITHLESS და RONE დახურავენ.

გარდა ამისა, ფესტივალში ქართველი დიჯეები და პროდიუსერებიც მონაწილეობდნენ.

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება