პრინცი ჰარი ნიშნობისთვის ემზადება

პრინცი ჰარი ნიშნობისთვის ემზადება

მსოფლიოში ყველაზე სასურველი სასიძო, პრინცი ჰარი ნიშნობისთვის ემზადება. 28 წლის ჰარის რჩეული, 24 წლის მოცეკვავე კრესიდა ბონასია.

წყვილი ერთმანეთს 2012 წლის ივლისიდან ხვდება. პრინცი გოგონათი სერიოზულადაა დაინტერესებული და ფიქრობს, რომ დროა, ცხოვრების ახალი ეტაპი დაიწყოს. წყვილი ნიშნობას წლის ბოლოს გეგმავს. ამასთან, პრინცის მეგობრები ირწმუნებიან, რომ ბრიტანეთს გაზაფხულზე გრანდიოზული ქორწილი ელის.

კრესიდა საზოგადოებისთვის ცნობილი სახე არაა. მისი დედა ყოფილი მოდელია, მამა კი მდიდარი ბიზნესმენი. კრესიდა ჰარის ბიძაშვილების მეგობარია და წყვილი ერთმანეთს სწორედ პრინცესა ევგენიამ გააცნო.

კრესიდას მხოლოდ ტიტულოვანი კაცები იზიდავს. ჰარის გაცნობამდე გოგონას რამდენიმეწლიანი რომანი ჰქონდა კიდევ ერთ ბრიტანელ არისტროკატთან, ჰარი დევიდთან.

მომზადებულია dailymail.co.uk-ის მიხედვით.

8 ოქტომბრიდან ახალი მთვარე სასიყვარულო ურთიერთობებს მაგიით აავსებს - ასტროლოგიური  პროგნოზი

კაცმა ყოფილი ცოლის საყვარელს ოჯახის დანგრევის გამო უჩივლა და 750 000 დოლარი მიიღო

მიუსაფარი ქალი ინტერნეტვარსკვლავად იქცა - მეტროში გადაღებულ ვიდეოს მილიონზე მეტი ნახვა აქვს