რომელი ზოდიაქოს ნიშნით დაიბადნენ თქვენი საყვარელი სერიალის გმირები

რომელი ზოდიაქოს ნიშნით დაიბადნენ თქვენი საყვარელი სერიალის გმირები

ნებისმიერი ფილმი, კლასიკური ჟანრის ნაწარმოები იქნება იგი თუ საპნის ოპერა რეალურ პროტოტიპებზე და მათ ცხოვრებაზე დაყრდნობით იქმნება. ამიტომ ჩვენი საყვარელი სერიალის გმირები ყოველთვის ატარებენ, ამა თუ იმ ზოდიაქოს ნიშნის თვისებებს. დაფიქრებულხართ რომელი ზოდიაქოს ნიშნით იქნებოდა დაბადებული მაგალითად კერი ბრედშოუ საყოველთაოდ აღიარებული სერიალის "სექსი დიდ ქალაქში" მთავარი გმირი. ან მის განუყრელ დაქალებს შარლოტას, სამანტასა და მირანდას რომელი ზოდიაქოს ნიშნის თვისებებს მიუსადაგებდით? ხომ არ გაგონებთ რომელიმე მათგანი თქვენს ნაცნობს, ახლო მეგობარს ან კოლეგას?

მოდით, ერთად ვიმსჯელოთ ამ საკითხზე:

თუკი ასტროლოგიური პრინციპებით მივყვებით და გმირების სახასიათო შტრიხებს დეტალურად განვიხილავთ, სერიალის მთავარი გმირი - მეოცნებე, იდეალისტი და პრანჭია კერი დიდი ალბათობით შესაძლებელია თევზების ზოდიაქოს ნიშნის წარმომადგენელი იყოს. თუმცა მის პირად რუკაში ალბათ ცეცხლის სტიქიის გავლენაც დომინირებს. იმიტომ რომ ტიპური თევზისგან განსხვავებით, საკმაოდ მტკიცე ხასიათის შტრიხებით გამოირჩევა პერიოდულად. თუმცაღა მისი ორი გატაცება - წერა და ჩაცმა-დახურვის, "შოპოჰოლიკობის" სიყვარული უდაოდ თევზებისაა. ასევე თევზებისაა დაბნეულობა, რომლითაც ფილმის გმირი არაერთგზის იქცევს ყურადღებას.

უდაოდ ლომის ზოდიაქოს ტიპური წარმომადგენელია ფლირტის მოყვარული, მარად ახალგაზრდა და ეპატაჟური სამანტა. მისი მხრიდან პარტნიორების "წინდებივით ცვლა" და ასაკით პატარა თაყვანისმცემლების სიმრავლე, სწორედ რომ ძუ ლომისთვის დამახასიათებელი თვისებაა. გაიხსენეთ პოპ-დივა მადონა - ასევე ლომის ზოდიაქოს ნიშნის წარმომადგენელი და მისი გატაცება ასაკით პატარა პარტნიორებით.

იხილეთ ვრცლად

8 ოქტომბრიდან ახალი მთვარე სასიყვარულო ურთიერთობებს მაგიით აავსებს - ასტროლოგიური  პროგნოზი

კაცმა ყოფილი ცოლის საყვარელს ოჯახის დანგრევის გამო უჩივლა და 750 000 დოლარი მიიღო

მიუსაფარი ქალი ინტერნეტვარსკვლავად იქცა - მეტროში გადაღებულ ვიდეოს მილიონზე მეტი ნახვა აქვს