ლადო ბედუკაძე - მეტი სანდოობისათვის, რომ დაიგინოს ჩვენმა ერთგულმა სუბარმა, არ უნდა?

ლადო ბედუკაძე - მეტი სანდოობისათვის, რომ დაიგინოს ჩვენმა ერთგულმა სუბარმა, არ უნდა?

ციხის სკანდალური კადრების ავტორი ლადო ბედუკაძე სასჯელთაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების მინისტის სოზარ სუბარის განცხადებას ციხეებში "ნაციონალური მოძრაობის" დროინდელი "მაყურებლების" არსებობის შესახებ აბსურდულს უწოდებს.

"რა თქმა უნდა სრული აბსურდია მინაშვილის ნაბოდვარი, მაგრამ მეტი სანდოობისათვის, რომ დაიგინოს (პოლიტიკაში მიღებული ტერმინია) ჩვენმა ერთგულმა სუბარმა არ უნდა? 700 მაყურებელი 15 დაწესებულებაზე - ანუ 46 თითო დაწესებულებაში? ცოტას ხომ არ დაუკლებდა (მონადირე-მეთევზის ანეგდოტის არ იყოს)? სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებ,სასჯელის მოხდის არც ერთ დახურული ტიპის დაწესებულებაში 2006 წლის შემდგომ არც ერთი ე.წ. მაყურებელი არც იყო და არც ამის საჭიროება არ არსებობდა!",- წერს ლადო ბედუკაძე ფეისბუქის საკუთარ გვერდზე.

სოზარ სუბარმა "კვირის პალიტრასთან" საუბარში განუცხადა, რომ 14 სასჯელაღსრულების დაწესებულებაში 700-მდე "მაყურებელი" დახვდათ, მათგან 200-მდე ძალიან გავლენიანი. ”ბევრი მათგანი დღეს თავისუფალია და სახლიდან ვერ გამოდის, რადგან იმ პატიმრების შურისძიების ეშინია, რომელთაც ადმინისტრაციის დავალებით აუპატიურებდნენ. ზოგი "მაყურებელი" იზოლირებული გვყავს, რადგან საფრთხე ემუქრებათ. თუ წინა ხელისუფლება ტყუილს ამბობდა, რომ ციხეში "მაყურებლები" არ არიან და გავლენები არა აქვთო, ჩვენ არ მოვიტყუებით. ზონებში "მაყურებლები" ისევ არიან და გავლენაც აქვთ. განსხვავება ის არის, რომ ადმინისტრაციასთან შეკრული არ არიან. "ნაციონალებმა" ისიც მოახერხეს, რომ "მაყურებელი" (ვახტანგ თიგიშვილი) დანიშნეს "მატროსოვზე", სადაც არასდროს ყოფილან "მაყურებლები",- განაცხადა სოზარ სუბარმა "კვირის პალიტრასთან" საუბარში.

"ჩემი ლედი" - ლელა წურწუმიას და "მამულიჩას" ემოციური ფოტო კონცერტის კულისებიდან

ჰააგაში, უძველესი ტაძრის სამრეკლოდან გია ყანჩელის მელოდიები მისი ხსოვნის პატივსაცემად აჟღერდა

"მშვიდობით..." - სოფიკო შევარდნაძე "ინსტაგრამზე" გია ყანჩელის იტორიულ ფოტოს აქვეყნებს