რა კავშირია თვალის ფერსა და ალკოჰოლს შორის?

რა კავშირია თვალის ფერსა და ალკოჰოლს შორის?

ღია ფერის თვალების მქონე ადამიანები უფრო მეტ ალკოჰოლს მოიხმარენ, ვიდრე შავი თვალების მქონენი. მკვლევარების ჯგუფი 11 000 მამაკაცს და 2 000 ქალს დააკვირდა.

მეცნიერების აზრით, ეს ყველაფერი მარტივად აიხსნება. ადამიანს, რომელსაც მუქი თვალის ფერი აქვს, სასმელი მალე ეკიდება. ამიტომ, ის ცდილობს შეამციროს ალკოჰოლის დოზა, რათა არ დათვრეს.  ღია თვალების მქონე ადამიანებზე კი ალკოჰოლი გვიან მოქმედებს და შესაბამისად, ისინი მეტი რაოდენობის სასმელს ეტანებიან. შედეგად, უფრო მეტი შანსი, გახდეს ალკოჰოლდამოკიდებული, მას აქვს, ვინც ღია ფერის თვალების პატრონია.

ამიტომ, მკვლევარები ღია ფერის თვალის მქონე პირებს ურჩევენ, აკონტროლონ მიღებული ალკოჰოლის რაოდენობა.

მომზადებულია womanews.ru - ს მიხედვით.

8 ოქტომბრიდან ახალი მთვარე სასიყვარულო ურთიერთობებს მაგიით აავსებს - ასტროლოგიური  პროგნოზი

კაცმა ყოფილი ცოლის საყვარელს ოჯახის დანგრევის გამო უჩივლა და 750 000 დოლარი მიიღო

მიუსაფარი ქალი ინტერნეტვარსკვლავად იქცა - მეტროში გადაღებულ ვიდეოს მილიონზე მეტი ნახვა აქვს