ბრიტანეთი სირიაზე ავიაიერიშებს კვიპროსიდან განახორციელებს

ბრიტანეთი სირიაზე ავიაიერიშებს კვიპროსიდან განახორციელებს

კუნძულ კვიპროსზე არსებულ ბრიტანულ ავიაბაზა აკროტირზე გაზრდილი აქტივობა შეინიშნება. სამეფო სამხედრო-საჰაერო ძალების სატრანსპორტო თვითმფრინავებს კუნძულზე ტვირთი და სამხედრო აღჭურვილობა გადმოაქვთ. არსებობს მოსაზრება, რომ სირიის წინააღმდეგ სამხედრო ოპერაციის წამოწყების შემთხვევაში, აკროტირის ავიაბაზა ოპერაციაში მონაწილე ქვეყნების მთავარ საკვანძო პუნქტად იქცევა.

აკროტირი უკვე გამოიყენებოდა ლიბიის წინააღმდეგ სამხედრო კამპანიისას. სირიის წინააღმდეგ საბრძოლო მოქმედებების წამოწყების შესაძლებლობას დიდი ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრი სავსებით რეალურს უწოდებს. რადიო "ბი-ბი-სი"-სთვის მიცემულ ინტერვიუში მინისტრი უილიამ ჰეიგი ამბობს, რომ ოპერაციის დაწყებას წინ რამდენიმე ფაქტორი უდგას. თუმცა ამავდროულად მან მკაფიოდ აღნიშნა, რომ XXI საუკუნეში ქიმიური იარაღის გამოყენება დაუსჯელად არ უნდა დარჩეს. მინისტრის შეფასებით, ამავე აზრს იზიარებენ აშშ-ის და საფრანგეთის მთავრობებიც.

ჰეიგის აზრით, სირიაში მიმდინარე სამოქალაქო ომის მშვიდობიანი გზით გადაჭრის მცდელობები ამოწურულია და საკითხის გადაჭრის ერთადერთი ვარიანტი სამხედრო ოპერაციაა.

მოამზადა ნუკრი მგელაძემ warfiles.ru-ს მიხედვით.

"ტელეფონი დავამტვრიე, ჩემები რომ დამირეკავდნენ, რუსს არ ეთქვა: აქ ბევრი მკვდარია, თქვენ რომელი გინდათო..." - შინდისის ბრძოლას გადარჩენილის ნაამბობი

83 წლის მამაკაცი, რომელიც კახეთში პოლიციელებს თავს დაესხა, გირაოს სანაცვლოდ გათავისუფლდა

"დღეს გულისამაჩუყებელი ამანათი მივიღეთ..." - უცნობი ამერიკელი ჯარისკაცის წერილი ავღანეთში დაღუპულ ქართველ მებრძოლზე