აჩიკო ნიჟარაძე ესტონეთში ახალი ნახტომისთვის ემზადება...

აჩიკო ნიჟარაძე ესტონეთში ახალი ნახტომისთვის ემზადება...

მას მერე, რაც მომღერალმა აჩიკო ნიჟარაძემ ბელორუსში, ქალაქ ვიტებსკში გამართულ ტრადიციულ კონკურსზე "სლავიანსკი ბაზარი" II ადგილი დაიკავა, იქვე უცხოელი პროდუსერებისგან არაერთ საერთაშორისო ფესტივალზე შემოთავაზებაsalesland.ge - ფასდაკლებების სამყარო! მიიღო. ერთ-ერთი ესტონეთის ფესტივალია, რომელიც ტალინში გაიმართება.

მომღერალი 4 სექტემბერს, თავის პროდუსერთან (მანანა სეფიაშვილი) ერთად, ტალინში მიემგზავრება. "ამბები.გე" აჩიკო ნიჟარაძეს დაუკავშირდა:

- ესტონეთში 4 სექტემბერს მივფრინავ. ფესტივალი 6-7 სეტემბერს გაიმართება, რომელშიც 16 ქვეყანა მონაწილეობს, მათგან ერთ-ერთი - საქართველოა, რომელსაც მე წარმოვადგენ. ვიმღერებ სამ სიმღერას: ქართულს, ფრანგულსა და ინგლისურს. ქართული - ზურაბ მჟავიას "ქართველების ერთად ყოფნა დამილოცე, ღმერთო" გახლავთ, მეორე - შარლ აზნავურის სიმღერა, მესამე - ფრენკ სინატრას - "ნიუ-იორკი". I-II ტური 6 სექტემბერს გაიმართება, ფინალი კი 7-შია. მინდა გავიმარჯვო, თუმცა წინასწარ არაფერი ვიცი.

- წელს საერთაშორისო ფესტივალებში აქტიურად მონაწილეობ...

- კი, ასეა, რაც ძალიან მომწონს, - გამოცდილებას ვიძენ. ალბათ, ამას არ დავჯერდები და კიდევ მივიღებ ერთ-ერთ ფესტივალში მონაწილეობას, რადგანაც სამომავლოდ ისეთი ნახტომისთვის ვემზადები, რომელზე ლაპარაკი წინასწარ არ მინდა, მაგრამ ფაქტია, რომ ბევრ საერთაშორისო ფესტივალში მონაწილეობა ჩემთვის მნიშვნელოვანია.

ლალი ფაცია

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება