რიანას ფილმში გადაიღებენ

რიანას ფილმში გადაიღებენ

მომავალ წელს ეკრანებზე მოცეკვავის, მომღერლისა და მსახიობის - ჟოზეფინა ბეიკერისადმი მიძღვნილი ბიოგრაფიული ფილმი გამოვა. მთავარ როლს ფილმში მომღერალი რიანა შეასრულებს.

"რიანა თანამედროვეობის ერთ-ერთი ნიჭიერი არტისტია. მისი სამსახიობო შესაძლებლობები ეჭვს არ იწვევს. ის ჟოზეფინას დიდ ეკრანზე დააბრუნებს",- აღნიშნავს ფილმის პროდიუსერი ლანს რეინოლდსი.

ფილმი მომღერლის ეკლიანი ცხოვრების გზაზე მოგვითხრობს. 11 წლის ასაკში ჟოზეფინას ოჯახმა სენტ-ლუისში მიმდინარე პოლიტიკური მოვლენები და ხოცვა-ჟლეტა გადაიტანა, რომლის შედეგადაც ასზე მეტი ადამიანი დაიღუპა. ამ მოვლენამ ჟოზეფინას მსოფლმხედველობაზე დიდი გავლენა მოახდინა. მისი მოღვაწეობის ერთ-ერთ მთავარ თემად რასიზმთან ბრძოლა იქცა. 

ჟოზეფინამ, რომელიც სამოქალაქო უფლებებისთვის იბრძოდა, სხვადასხვა კანის ფერის 12 ობოლი ბავშვიც კი იშვილა.

მომზადებულია spletnik.ru-ს მიხედვით.

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება