პრეზიდენტმა 238 მსჯავრდებული შეიწყალა

პრეზიდენტმა 238 მსჯავრდებული შეიწყალა

პრეზიდენტმა მარიამობის დღესასწაულთან დაკავშირებით 238 მსჯავრდებული შეიწყალა.  როგორც "ინტერპრესნიუსს" სასჯელაღსრულების მინისტრის მოადგილე გიგა გიორგაძემ განუცხადა, გათავისუფლდა ორი არასრულწლოვანი, ერთს კი მსჯავრი გაუნახევრდა. ასევე, გათავისუფლდა 6 ქალბატონი, შვიდს კი სასჯელი გაუნახევრდა.

შეწყალებულები სასჯელაღსრულების დაწესებულებას დღის ბოლომდე დატოვებენ.

23 აგვისტოს შეწყალების კომისიამ 500 პატიმრის საქმე განიხილა და დადებითი რეკომენდაცია 217-ზე გასცა. პრეზიდენტის მიერ შეწყალებულ პატიმრებს გათავისუფლების შემდეგ, შესაძლებლობა ექნებათ ისარგებლონ მიხეილ სააკაშვილის მიერ გამოცემული ინდივიდუალური აქტით, რომლის მიხედვითაც, მსურველებს ნასამართლეობა და პირობითი მსჯავრი უუქმდებათ.

"ინტერპრესნიუსი"

დაპირისპირება თბილისის ცენტრში - რამდენიმე მამაკაცი ფიზიკურად გაუსწორდა

"სათამაშო ბიზნესი "ქართულ ოცნებაში" ე.წ. შავ სალაროს ავსებს" - ვინ მფარველობს ონლაინკაზინოებს?

პოლიციელებმა 35 წლის მამაკაცის გატაცებაში ფული აიღეს? - რა ახალ დეტალებს ამჟღავნებს "კურიერი" რუსთავში მომხდარი მკვლელობის შესახებ