ექიმმა ცოლი პლასტიკური ქირურგიის წყალობით ”გამოძერწა”

ექიმმა ცოლი პლასტიკური ქირურგიის წყალობით ”გამოძერწა”

პლასტიკური ქირურგი დევიდ მეტლოკი საკუთარ მეუღლეს სრულყოფილი გარეგნობის მისაღწევად ოპერაციებს უკეთებს.

დევიდი და ვერონიკა ერთმანეთს 2007 წელს შეხვდნენ და მალევე დაქორწინდნენ. ვერონიკა ძალიან მსუქანი და ტლანქი იყო. ის ვერც ლამაზი სახით დაიკვეხნიდა. მისი თქმით, ყოველთვის აკომპლექსებდა ბუნებრივი გარეგნობა. თუმცა, როდესაც მეუღლე ექიმი გყავს და თანაც პოპულარული პლასტიკური ქირურგი, რატომ უნდა დაკმაყოფილდე საკუთარი პროპორციებით! დევიდმა ჭარბწონიანი ვერონიკასგან მოდელის სტანდარტების ქალი შექმნა. თუმცა "პროექტზე" მუშაობა კვლავაც გრძელდება.

ვერონიკას გაკეთებული აქვს ნიკაპის ოპერაცია, მკლავებისა და თეძოების ლიპოსაქცია. ქირურგი შეეცადა, ვერონიკას სხეული ბრაზილიელი ქალის სრულყოფილი, სტანდარტული ტანისთვის მაქსიმალურად დაემსგავსებინა. ამასთან, ქმრის კატეგორიული მოთხოვნით, ვერონიკამ მკაცრი დიეტა დაიცვა და ყოველ დღე შორ მანძილზე დარბოდა.

წყვილი პლასტიკურ ოპერაციებამდე გადაღებულ ვერონიკას ფოტოს არ ავრცელებს.

მომზადებულია odditycentral.com-ის მიხედვით.

8 ოქტომბრიდან ახალი მთვარე სასიყვარულო ურთიერთობებს მაგიით აავსებს - ასტროლოგიური  პროგნოზი

კაცმა ყოფილი ცოლის საყვარელს ოჯახის დანგრევის გამო უჩივლა და 750 000 დოლარი მიიღო

მიუსაფარი ქალი ინტერნეტვარსკვლავად იქცა - მეტროში გადაღებულ ვიდეოს მილიონზე მეტი ნახვა აქვს