ანფისა ჩეხოვამ და გურამ ბაბლიშვილმა ბავშვი საქართველოში მონათლეს

ანფისა ჩეხოვამ და გურამ ბაბლიშვილმა ბავშვი საქართველოში მონათლეს

რუსეთში მოღვაწე ქართველმა მსახიობმა გურამ ბაბლიშვილმა და მისმა მეუღლემ, რუსმა ტელეწამყვანმა ანფისა ჩეხოვამ ვაჟი, სოლომონი საქართველოში მონათლეს. მნიშვნელოვანი მოვლენისთვის ლოდინი პატარას წელიწადზე მეტხანს მოუხდა, მაშინ როდესაც ნათლობის საიდუმლოს აღსრულებას რაც შეიძლება მალე ცდილობენ. ასეთი დაყოვნების მიზეზის გამხელა წყვილმა არ ისურვა, თავად ნათლობის ამბავიც მხოლოდ პოსტფაქტუმ გაახმაურა.

"ჩვენი პატარა მართლმადიდებელი გახდა! სოლომონ, გჯეროდეს უზენაესი ძალების და, რაც მთავარია, საკუთარი თავის! ღმერთი ხომ შენშია, შენ ღვთის ნაწილი ხარ! P.S. ფეხმძიმედ არ ვარ და ჩვენ არ დავქორწინებულვართ!", - დაწერა ანფისამ "ინსტაგრამში". ეს ბოლო განმარტება ტელეწამყვანმა იმიტომ გააკეთა, რომ საქართველოში მის ვიზიტთან დაკავშირებით მრავალი ურთიერთსაწინააღმდეგო ინფორმაცია ვრცელდებოდა.

ორი დღის წინ მსახიობმა ცეცხლს ნავთი თავად დაასხა, მან სოციალურ ქსელში დაწერა, რომ მის ცხოვრებაში მნიშვნელოვანი მოვლენა მოხდა, რომელსაც მოგვიანებით გაახმაურებდა. თაყვანისმცემლებმა მაშინვე გაავრცელეს ხმა, რომ ჩეხოვამ და ბაბლიშვილმა იქორწინეს. სხვა ვერსიის თანახმად, წყვილი მეორე ბავშვს ელოდებოდა.

მომზადებულია 7days.ru-ს მიხედვით.

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება