ნისლიან ჰონგ-კონგში ბანერის წყალობით "დარია"

ნისლიან ჰონგ-კონგში ბანერის წყალობით "დარია"

ცათამბჯენებითა და მდიდრული აპარტამენტებით დამშვენებულ ვაჭრობის უმნიშვნელოვანეს საერთაშორისო ცენტრ ჰონგ-კონგს უამრავი ტურისტი სტუმრობს.

თუმცა, ქალაქში ხშირად ნისლია და ღრუბლიანი, წვიმიანი ამინდი ქალაქის სტუმრებს ფოტოსესიის გადაღების საშუალებას არ აძლევს. ჰონგ-კონგში ყველაზე ხშირად ფოტოებს ცათამბჯენების ფონზე იღებენ, მაგრამ ცაში ატყორცნილი კორპუსების ძირითადი ნაწილი ნისლში იკარგება და უღიმღამო ფოტოები გამოდის.

ადგილობრივი ტურისტული სააგენტოების ადმინისტრაციამ ეს პრობლემა მარტივი ხერხით გადაწყვიტა - მზიან ამინდში გადაღებული ცათამბჯენების ამსახველი ბანერი განათავსეს. შესაბამისად, ნებისმიერი, ვისაც ნისლში ფოტოს გადაღება არ სურს, ბანერთან პოზირებს.

მომზადებულია odditycentral.com-ის მიხედვით.

8 ოქტომბრიდან ახალი მთვარე სასიყვარულო ურთიერთობებს მაგიით აავსებს - ასტროლოგიური  პროგნოზი

კაცმა ყოფილი ცოლის საყვარელს ოჯახის დანგრევის გამო უჩივლა და 750 000 დოლარი მიიღო

მიუსაფარი ქალი ინტერნეტვარსკვლავად იქცა - მეტროში გადაღებულ ვიდეოს მილიონზე მეტი ნახვა აქვს