50 იანი წლების 10 გამოგონება, რომლითაც დღემდე ვსარგებლობთ

50 იანი წლების 10 გამოგონება, რომლითაც დღემდე ვსარგებლობთ

გასული საუკუნის 50-იანი წლებში მნიშვნელოვანი გამოგონებები გაკეთდა, რომლებმაც ჩვენი ყოველდღიური ცხოვრება შეცვალეს. წარმოგიდგენთ 10 გამოგონებას, რომლითაც დღემდე ვსარგებლობთ.

საკრედიტო ბარათები

პირველი საკრედიტოები 1950 წელს გაჩნდა, როდესაც ნიუ-იორკის რესტორატორებმა ერთობლივად გადაწყვიტეს Diners Club-ის კლიენტებისთვის საკრედიტო ბარათები შემოეღოთ.

დიეტური გაზიანი სასმელები

ხაიმან კირშმა და მისმა ვაჟმა მორისმა 1952 წელს გამოუშვეს No-Cal Soda-Pop - სასმელი, რომელიც არ შეიცავდა შაქარს. ის განკუთვნილი იყო დიაბეტით დაავადებულთათვის, რომლებიც სამკურნალო კურსს ებრაულ სანატორიუმში გადიოდნენ.

ბურთულიანი დეოდორანტი (1952)

ამ გამოგონებამდე, კოსმეტიკის მოყვარულები იყენებდნენ დეოდორანტ Everdry-ს. ის სხეულზე ბამბის ტამპონებით უნდა დაგეტანათ. მისი მთავარი ნაკლი ის იყო, რომ დიდი ხანი არ შრებოდა.

ფერადი ტელევიზორი

ფერადი ტელევიზორების გამოშვება აშშ-ში 1953 წლიდან დაიწყეს. ფერადი გამოსახულების პირველი გადაცემა იყო ”ვარდების აღლუმის” ტრანსლაცია 1954 წელს. თავდაპირველად ფერად ტელევიზიას განსაკუთრებული აჟიოტაჟი არ გამოუწვევია, რადგან მაშინ არ არსებობდა ნორმალური აპარატურა ფერადი გადაცემების გადასაღებად. თითქმის 10 წელი დასჭირდა იმას, რომ ფერად ტელევიზიას მასების გულები დაეპყრო.

მიკროტალღური ღუმელი

1954 წელს გამოუშვეს პირველი მიკროტალღური ღუმელის კომერციული მოდელი.  მაშინ მისი ფასი ძალიან მაღალი -2000 დოლარი იყო. მხოლოდ 60-იან წლებში მიკროტალღურების მოდერნიზაციის შემდეგ ეს ნივთი სამზარეულოს ერთ-ერთი მთავარი მოწყობილობა გახდა.

სრიალა კარი - გამოგონება ეკუთვნის დი ჰორტონსა და ლიუ ჰიუიტს.

უსაფრთხოების ღვედები (1959)

ყველაფერი Volvo 122-ის მოდელიდან დაიწყო, როდესაც კომპანიამ თავისი ახალი გამოგონება მანქანის მოდელისთვის ”დააკანონა”. მაშინ ეს გამოგონება მაქსიმალურ უსაფრთხოებას უზრუნველყოფდა.

ულტრაბგერითი გამოკვლევა

1956 წელს გლაზგოში ეს მეთოდი სამედიცინო მიზნებისთვის პირველად გამოიყენეს. თუმცა, კლინიკებში ჩვეულებრივ სამედიცინო პრაქტიკად ულტრაბგერითი გამოკვლევა 70 -იანი წლებიდან დამკვიდრდა.

ჰაერ-ბუშტოვანი ცელოფანი - ეს შესაფუთი მასალა 1957 წელს გაჩნდა.

ჩასახვის საწინაარმდეგო აბები

ბევრი მიიჩნევს, რომ ჩასახვის საწინააღმდეგო აბების გაჩენა, 1960-იან წლების სექსუალურმა რევოლუციამ განაპირობა. თუმცა, ისინი 50 იან წლებში გაჩნდა. მათი თავდაპირველი ფუნქცია მენსტრუალური ციკლის დარღვევების მკურნალობა იყო. მხოლოდ 1960 იანი წლებიდან დაიწყეს აბების გამოყენება ჩასახვის საწინააღმდეგოდ.

მომზადებულია womanews.ru-ს მიხედვით.

8 ოქტომბრიდან ახალი მთვარე სასიყვარულო ურთიერთობებს მაგიით აავსებს - ასტროლოგიური  პროგნოზი

კაცმა ყოფილი ცოლის საყვარელს ოჯახის დანგრევის გამო უჩივლა და 750 000 დოლარი მიიღო

მიუსაფარი ქალი ინტერნეტვარსკვლავად იქცა - მეტროში გადაღებულ ვიდეოს მილიონზე მეტი ნახვა აქვს