ბალერინა, რომელიც სამზარეულოს დანებზე ცეკვავს

ბალერინა, რომელიც სამზარეულოს დანებზე ცეკვავს

En Puntas - ასე ჰქვია ხავიერ პერესის ვიდეოინსტალაციას, რომელშიც ბალერინა ამელი სეგარა ცეკვავს. ბალერინას პუანტებზე სამზარეულოს დანები აქვს დამაგრებული და დაუჯერებელი სირთულის მოძრაობებს ასრულებს.  სეგარა როიალის ზედაპირზე ცეკვავს.

იმის მხოლოდ გაფიქრებაც კი, რომ ვიღაც სახიფათო ფეხსაცმელზე "დგას" გაოცებას იწვევს. მოცეკვავე კი მკვეთრი მოძრაობების პარალელურად წონასწორობის შენარჩუნებას დანის წვერზე ახერხებს. განსაკუთრებულ შთაბეჭდილებას ბალერინა მაშინ ახდენს, როდესაც ის როიალის კიდემდე "მირბის".

ამ ნამუშევრის საშუალებით პერესი ასახავს ადამიანის მდგომარეობას. მეტაფორებისა და სიმბოლოების ენის გამოყენებით ის ააშკარავებს იმ სისუსტეებს, რომელიც არის შეუთავსებელი ცნებების საზღვრებს შორის. ისეთ ცნებებს შორის როგორიცაა: სილამაზე და სისასტიკე, სისუსტე და ძალადობა, სიკვდილი და სიცოცხლე და ა.შ. 

იხილეთ ვიდეო

მომზადებულია fototelegraf.ru - ს მიხედვით.

8 ოქტომბრიდან ახალი მთვარე სასიყვარულო ურთიერთობებს მაგიით აავსებს - ასტროლოგიური  პროგნოზი

კაცმა ყოფილი ცოლის საყვარელს ოჯახის დანგრევის გამო უჩივლა და 750 000 დოლარი მიიღო

მიუსაფარი ქალი ინტერნეტვარსკვლავად იქცა - მეტროში გადაღებულ ვიდეოს მილიონზე მეტი ნახვა აქვს