ჯონ კერი - მნიშვნელოვანია სირიის საკითხი განვიხილოთ ამერიკელ ხალხთან და კონგრესთან ერთად

ჯონ კერი - მნიშვნელოვანია სირიის საკითხი განვიხილოთ ამერიკელ ხალხთან და კონგრესთან ერთად

რაიმე ნაბიჯის გადადგმამდე, მნიშვნელოვანია სირიის საკითხი განვიხილოთ ამერიკელ ხალხთან და კონგრესთან ერთად, - ამის შესახებ ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანმა, ჯონ კერიმ საგანგებო პრესკონფერენციაზე განაცხადა.

მისი თქმით, არის დეტალები, რომელსაც ფართო საზოგადოებას არ წარუდგენენ, თუმცა აშშ-სთვის ცნობილია, რომ ბაშარ ასადის რეჟიმმა ქიმიური იარაღი გამოიყენა.

"მნიშვნელოვანია დავსვათ კითხვები, ვიდრე მივიღებთ გადაწყვეტილებას. ჩვენ ვიცით საიდან და როდის გაუშვეს ქიმიური იარაღი. 4 დღის განმავლობაში ისინი ბომბავდნენ მიმდებარე ტერიტორიებს, რომ გაენადგურებინათ სამხილები. ასადის რეჟიმს აქვს ყველაზე ფართო ქიმიური შეიარაღების პროგრამა ახლო აღმოსავლეთში", - განაცხადა კერიმ.

მისივე თქმით, ამერიკის შეერთებული შტატების დაზვერვის სამსახურს აქვს ინფორმაცია, რომ სირიის დედაქალაქ დამასკოს მიმდებარედ, 21 აგვისტოს მომხდარ ქიმიურ შეტევას 1429 ადამიანი ემსხვერპლა. დაღუპულთა შორის 426 ბავშვია. როგორც კერიმ აღნიშნა, ბაშარ ასადის შეიარაღებულ ძალებს ქიმიური იარაღი 21 აგვისტომდეც არაერთხელ გამოუყენებია.

ამასთან, როგორც სახელმწიფო მდივანმა განაცხადა, ამერიკელმა სპეციალისტებმა ქიმიური იარაღის გამოყენებასთან დაკავშირებით მონაცემები რამდენჯერმე გადაამოწმეს, "რათა არ განმეორდეს ის შეცდომა, რაც ერაყში მოხდა".

მომზადებულია bbc.co.uk-ის მიხედვით.

9 წლის გოგონებს ერთი საათით "ათხოვებენ" - ჟურნალისტებმა ერაყში შემზარავი მასალა გადაიღეს

მოსკოვში ხანძარს 4 ბავშვი ემსხვერპლა - "უყურადღებოდ იყვნენ დარჩენილი, რადგან დედა ან მეზობელთან იყო გასული, ან ნასვამს ეძინა"

პრინცს, რომელსაც ქალი გაუპატიურებას აბრალებს, ავსტრალიაში არავინ დახვდა