დემი მური ეშტონ კატჩერს ვერ ივიწყებს

დემი მური ეშტონ კატჩერს ვერ ივიწყებს

ამერიკელი მსახიობი დემი მური ყოფილი მეუღლის, ეშტონ კატჩერის თავიდან ამოგდებას ვერ ახერხებს. მსახიობის მეგობრის თქმით, მურმა კატჩერის ახალი ფილმის - "ჯობსის" ასლი ითხოვა.

"დემის ეშინია, რომ მას გამოიჭერენ, როცა ეშტონის ფილმებზე დადის, ამიტომ მის ახალ ნამუშევრებს განმარტოებით უყურებს. იგი პრემიერაზე ინკოგნიტოდ შესვლასაც აპირებდა, მაგრამ ესმის, როგორ უხერხულ სიტუაციაში ჩავარდება, თუ დაინახავენ. მან იცის, რომ ეშტონის დაბრუნების შანსი არ აქვს. დემიმ "ჯობსის" პრეზენტაციიდან ყველა ტელეგამოსვლა ჩაიწერა და მათ გამუდმებით უყურებს",- ამბობს დემის მეგობარი.

კატჩერი და მური 2005 წელს დაქორწინდნენ და 2011 წელს ეშტონის ღალატის გამო დაშორდნენ. 2012 წლის ზამთარში მათი განქორწინების პროცესი დაიწყო. ამბობენ, რომ დემი დღემდე ნანობს, რომ ეშტონს ბავშვი არ გაუჩინა.

მომზადებულია lady.ru-ს მიხედვით.

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება