როდესაც სილამაზე და ნიჭი ერთმანეთს ხვდება...

როდესაც სილამაზე და ნიჭი ერთმანეთს ხვდება...

ამერიკული კინო ყოველთვის გამოირჩეოდა ულამაზესი ქალბატონებით, რომლებიც წლების გასვლის მიუხედავად წარსულიდან ისევ გვიმზერენ ჩვეული ბრწყინვალებით. რიტა ჰეივორტი, ინგრიდ ბერგმანი, ოდრი ჰეპბერნი - ეს იმ ლამაზმანების არასრული ჩამონათვალია, რომლებმაც ეკრანებიდან მსოფლიო დაიპყრეს. დღეს გასული საუკუნის ვარსკვლავი ლამაზმანებიდან რამდენიმეს წარმოგიდგენთ.

"ამერიკული კინოს ინსტიტუტმა" ის ყველა დროის 25 საუკეთესო მსახიობ ქალბატონს შორის დაასახელა. ავა გარდნერი, რომელმაც კინოში 1941 წელს შეაბიჯა, თავიდან მცირე როლებს სჯერდებოდა, სანამ 1946 წელს "მკვლელებში" არ გამოჩნდა. 1953 წელს ის "ოსკარის" ნომინანტიც გახლდათ, თუმცა იმ წელს ოდრი ჰეპბერნმა აიღო ოქროს ქანდაკება "რომაული არდადეგებისთვის". მას მერე უამრავ კინოფილმში მიიღო მონაწილეობა და საკმაოდ ხანგრძლივი კინოკარიერა ჰქონდა. მისი განუმეორებელი სილამაზე და ხიბლი კინოფირმა შემოინახა. თავისი დროის მამაკაცებზე კი ავა დაუვიწყარ შთაბეჭდილებას ახდენდა, მას ჰქონდა ურთიერთობა ჰოვარდ ჰიუზთან, ჰემინგუეისთან და რასაკვირველია, გვერდს ვერ ავუვლით ფრენკ სინატრასა და ავას სიყვარულის ამბავსაც, რომელიც ქორწინებით დაგვირგვინდა... საინტერესოა, რომ ერთხელ ჰემინგუეის სახლში ავას სრულიად შიშველს აუზში უბანავია, რის შემდეგაც მწერალს მსახურებისთვის უბრძანებია, აუზი არ გაეწმინდათ... ლეგენდარული კინოვარსკვლავი 1990 წელს ლონდონში პნევმონიით გარდაიცვალა.

ლორენ ბეკოლი ამერიკელი კინოვარსკვლავი, თეატრის მსახიობი და მოდელი გახლავთ. ის პირველად 1944 წელს გამოჩნდა ჰემფრი ბოგარტის ფილმში - "გქონდეს და არც გქონდეს". შემდეგ წლებში მან საკმაოდ ბევრი კინოროლი შეასრულა, მათ შორის მერილინ მონროსთან ერთად ცნობილ ფილმში - "როგორ გავთხოვდეთ მილიონერზე" და გრეგორი პეკსაც გაუწია პარტნიორობა 1953 წელს.

იხილეთ სტატიის სრული ვერსია

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება