უფროსმა ბუშმა შემთხვევით მანდელას ოჯახს მიუსამძიმრა

უფროსმა ბუშმა შემთხვევით მანდელას ოჯახს მიუსამძიმრა

ჯორჯ ბუში-უფროსის პრეს-სამსახურმა აშშ-ის ყოფილი პრეზიდენტის სახელით ნელსონ მანდელას ოჯახის სახელზე შემთხვევით სამძიმარი გამოაქვეყნა. განცხადებაში ჯორჯ ბუში-უფროსი მწუხარებას გამოთქვამს სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკის ყოფილი პრეზიდენტის გარდაცვალების გამო, მაშინ როდესაც მანდელა 1-ელ სექტემბერს საავადმყოფოდან გამოწერეს.

როგორც ბუში-უფროსის პრეს-მდივანმა ჯიმ მაკგრატმა განმარტა, მან გამოცემა The Washington Post-ის ინფორმაცია არასწორად გაიგო და გადაწყვიტა, რომ მანდელა გარდაიცვალა. ამასთან დაკავშირებით ექს-პრეზიდენტმა მასობრივ საინფორმაციო საშუალებებს სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკის ყოფილი პრეზიდენტის გრდაცვალებისთვის მომზადებული განცხადება დაუგზავნა.

ბუში-უფროსისა და მისი მეუღლე ბარბარას ხელმოწერილ განცხადებაში მანდელა დახასიათებულია, როგორც თავისუფლებისთვის მებრძოლი. აშშ-ის ყოფილი პრეზიდენტის თქმით, სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკის ყოფილ პრეზიდენტს ალტრუიზმისა და გულმოწყალების მაგალითად მიიჩნევს.

2013 წლის ივლისის დასაწყისში 95 წლის მანდელა ფილტვის ინფექციით საავადმყოფოში მოათავსეს. მალე მისი მდგომარეობა მკვეთრად გაუარესდა.

სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკის ამჟამინდელი პრეზიდენტის, ჯეიკობ ზუმას ადმინისტრაციამ 1-ელ სექტემბერს გაავრცელა ინფორმაცია, რომ მანდელა საავადმყოფოდან გამოწერეს. მისი მდგომარეობა უწინდებურად კრიტიკულია, მაგრამ ექიმების აზრით, ყველა საჭირო სამედიცინო დახმარების აღმოჩენა სახლშიც შესაძლებელია.

მომზადებულია lenta.ru-ს მიხედვით.

8 ოქტომბრიდან ახალი მთვარე სასიყვარულო ურთიერთობებს მაგიით აავსებს - ასტროლოგიური  პროგნოზი

კაცმა ყოფილი ცოლის საყვარელს ოჯახის დანგრევის გამო უჩივლა და 750 000 დოლარი მიიღო

მიუსაფარი ქალი ინტერნეტვარსკვლავად იქცა - მეტროში გადაღებულ ვიდეოს მილიონზე მეტი ნახვა აქვს