ბაშარ ელ-ასადი - ვინც ბრალს მდებს ქიმიური იარაღის გამოყენებაში, მტკიცებულებები უნდა წარადგინოს

ბაშარ ელ-ასადი - ვინც ბრალს მდებს ქიმიური იარაღის გამოყენებაში, მტკიცებულებები უნდა წარადგინოს

ნებისმიერმა, ვინც ბრალს მდებს, ქიმიური იარაღის გამოყენებაში, მტკიცებულებები უნდა წარადგინოს, - ამის შესახებ სირიის ლიდერი ბაშარ ელ-ასადი ფრანგულ გაზეთ Le Figaro-სთვის მიცემულ ექსკლუზიურ ინტერვიუში აცხადებს. როგორც ბაშარ ელ-ასადი აღნიშნავს, ამერიკის შეერთებულ შტატებსა და საფრანგეთს სთხოვა წარედგინათ მტკიცებულებები. სირიის ლიდერი განმარტავს, რომ აღნიშნულ ბრალდებაში ლოგიკას ვერ ხედავს.

"ნებისმიერმა, ვინც ბრალს მდებს ქიმიური იარაღის გამოყენებაში, მტკიცებულებები უნდა წარადგინოს. ჩვენ ვთხოვეთ აშშ-სა და საფრანგეთს, თუნდაც ერთი მტკიცებულება წარედგინათ. ობამამ და ოლანდმა ვერ შესძლეს ეს, თუნდაც თავიანთი ხალხის წინაშე. არაფერს ვამბობ იმაზე, ფლობს თუ არა სირიის ჯარი მსგავს იარაღს. მოდით ვივარაუდოთ, რომ ჩვენ ჯარს სურს მასობრივი განადგურების იარაღის გამოყენება: შესაძლოა თუ არა მან ეს იარაღი გამოიყენოს იმ ადგილას, სადაც ჯარი დგას და სადაც თვით ჯარისკაცები დაშავდნენ ამ იარაღით, როგორც ეს აღნიშნეს გაეროს ინსპექტორებმა, როდესაც მოინახულეს ისინი საავადმყოფოში?! სად არის ლოგიკა?!", - აღნიშნა ბაშარ ელ-ასადმა.

ჟურნალისტის კითხვაზე, თუ რა იქნება სირიის პასუხი სამხედრო ინტერვენციის შემთხვევაში, ბაშარ ელ-ასადი აცხადებს, რომ არავინ იცის, თუ რა მოჰყვება პირველ დარტყმას.

"ახლო აღმოსავლეთი დენთის კასრია და დღეს ცეცხლი უახლოვდება ამ რეგიონს. უნდა ვისაუბროთ იმაზე, თუ რა მოჰყვება პირველ დარტყმას. არავინ იცის, რა მოხდება. ყველანი დაჰკარგავენ სიტუაციის კონტროლის სადავეებს, როდესაც დენთის კასრი აფეთქდება. სამაგიეროდ ქაოსი და ექსტრემიზმი მოიდგამს ფეხს. ეს კი ომის საფრთხეს მთელი რეგიონის მასშტაბებში მოიცავს", - აღნიშნა ბაშარ ელ-ასადმა.

სირიის ლიდერმა ქვეყნის მტრებზეც ისაუბრა. ბაშარ ელ-ასადის თქმით, ნებისმიერი, ვინც ხელს უწყობს ტერორისტების გაძლიერებას ფინანსური და სამხედრო კუთხით, სირიელი ხალხის მტერია.

"ნებისმიერი, ვინც მოქმედებს სირიისა და სირიელი ხალხის ინტერესების წინააღმდეგ, მტერია. ფრანგი ხალხი არაა ჩვენი მტერი, მაგრამ საფრანგეთის პოლიტიკა მტრულია სირიელი ხალხისადმი. მანამ, სანამ ეს პოლიტიკა მტრული იქნება, საფრანგეთი ჩვენი მტერი იქნება. ეს მტრობა კი მაშინ მორჩება, როდესაც საფრანგეთი შეცვლის თავის პოლიტიკას", - აღნიშნა ბაშარ ელ-ასადმა.

მომზადებულია Le Figaro-ს მიხედვით.

9 წლის გოგონებს ერთი საათით "ათხოვებენ" - ჟურნალისტებმა ერაყში შემზარავი მასალა გადაიღეს

მოსკოვში ხანძარს 4 ბავშვი ემსხვერპლა - "უყურადღებოდ იყვნენ დარჩენილი, რადგან დედა ან მეზობელთან იყო გასული, ან ნასვამს ეძინა"

პრინცს, რომელსაც ქალი გაუპატიურებას აბრალებს, ავსტრალიაში არავინ დახვდა