რატომ სადილობდნენ ჯონ კერი და ბაშარ ასადი დამასკოს რესტორანში

რატომ სადილობდნენ ჯონ კერი და ბაშარ ასადი დამასკოს რესტორანში

გავლენიანმა ბრიტანულმა გამოცემამ Daily Mail ჯონ კერისა და ბაშარ ასადის სადილობის ამსახველი ფოტოსურათები გამოაქვეყნა.

ფოტოებში ჩანს, როგორ სადილობენ აშშ-ის სახელმწიფო მდივანი და სირიის ლიდერი დამასკოს რესტორანში 2009 წელს. როგორც სტატიაშია აღნიშნული, ჯონ კერი, რომელმაც გუშინ ბაშარ ასადი ადოლფ ჰიტლერსა და სადამ ჰუსეინს შეადარა, რამდენიმე წლის წინ მასთან ერთად მყუდრო გარემოში სიამოვნებით სადილობდა.

ეს ფოტო 2009 წელსაა გადაღებული. მაგიდასთან ზის კერის მეუღლე, ტერეზა ჰეინზიც. მაშინ კერი მასაჩუსეტსის შტატის სენატორი იყო. როგორც Daily Mail წერს, ფოტო სირიის დედაქალაქ დამასკოში რესტორან Naranj-შია გადაღებული. კერი დელეგაციასთან ერთად სტუმრობდა სირიას, რათა რეგიონში მშვიდობის დამყარების გზებზე ესაუბრათ.

შეგახსენებთ, დამასკოში ქიმიური იარაღის გამოყენების შედეგად, 1300 ადამიანი დაიღუპა. მომწამვლელმა გაზმა მძინარე ქალაქს შეუტია და მოქალაქეები დედაქალაქის გარეუბანში ძილში გაგუდა. სირიელი ოპოზიციონერები აცხადებენ, რომ ხელისუფლებამ რაიონის დასაბომბად ტოქსიკური ნივთიერების შემცველი რაკეტები გამოიყენა. რამდენიმე გავლენიანმა გამოცემამ მხოლოდ სპეციალური ნებართვის შემდეგ გაავრცელა შემზარავი კადრები, სადაც თეთრ სუდარებში გახვეული მშვიდობიანი მოქალაქეების, მათ შორის მცირეწლოვანი ბავშვების ცხედრებია ნაჩვენები.

"ჩვენ ვერ მივიღებთ მსოფლიოს, სადაც ქალები, ბავშვები და უდანაშაულო მოქალაქეები გაზით მოწამლეს. მსოფლიო უნდა დარწმუნდეს, რომ ჩვენ ვიცავთ ქიმიური იარაღის გამოყენების საწინააღმდეგო ნორმებს", - განაცხადა ბარაკ ობამამ და დასძინა, რომ 21 აგვისტოს დამასკოში, ქიმიური იარაღის გამოყენება "გამოწვევა იყო მსოფლიოსთვის, რომელიც დაემუქრა აშშ-ის ეროვნულ ინტერესებს".

ამასთან, ბაშარ ასადი ინტერვიუებში აცხადებს, რომ ქიმიური იარაღის გამოყენებასთან დაკავშირებით მას ბრალს სდებენ და არავითარი მტკიცებულებები არ აქვთ.

"ნებისმიერმა, ვინც ბრალს მდებს ქიმიური იარაღის გამოყენებაში, მტკიცებულებები უნდა წარადგინოს, - ამბობს ასადი.

მომზადებულია Daily Mail-ის მიხედვით.

9 წლის გოგონებს ერთი საათით "ათხოვებენ" - ჟურნალისტებმა ერაყში შემზარავი მასალა გადაიღეს

მოსკოვში ხანძარს 4 ბავშვი ემსხვერპლა - "უყურადღებოდ იყვნენ დარჩენილი, რადგან დედა ან მეზობელთან იყო გასული, ან ნასვამს ეძინა"

პრინცს, რომელსაც ქალი გაუპატიურებას აბრალებს, ავსტრალიაში არავინ დახვდა