"ცეკვავენ ვარსკვლავებს" კახა კინწურაშვილი წაიყვანს

"ცეკვავენ ვარსკვლავებს" კახა კინწურაშვილი წაიყვანს

როგოც უკვე ცნობილია, "ცეკვავენ ვარსკვლავებს" მსახიობი ნანკა კალატოზიშვილი წაიყვანს. წამყვანების ჯგუფს კიდევ ერთი მსახიობი - კახა კინწურაშვილი შეემატა, რომელიც შოუს I სეზონზეც უძღვებოდა და არცთუ ურიგოდ. "ამბები.გე" კახა კინწურაშვილს დაუკავშირდა:

- "ცეკვავენ ვარსკვლავები" ჩემთვის პირველი დიდი და სერიოზული სატელევზიო პროექტია, რომელშიც მონაწილეობა მიმიღია. სიმართლე გითხრათ, II სეზონის შემდეგ იმის გამო, რომ ზოგადად როგორც დრამის მსახიობი ტელეპროექტებს გავურბი, აღარ მინდოდა, პროექტში ჩავრთულიყავი, რადგანაც მიმაჩნია, რომ ჩემი საქმე მაინც თეატრია. თან, ამ ყველაფერს დრო და ენერგიაც მიაქვს, მაგრამ დათანხმებამ მაინც მომიწია, რადგანაც ეს მსახიობისთვის მაინც დამატებითი შემოსავლის წყაროა.

ამასთან, "ჯიდიესში" დილის გადაცემაში ვმუშაობ და ესეც გარკვეული პრობლემას მიქმნიდა, მაგრამ ორ ტელევიზიას შორის მეგობრული მოლაპარაკება შედგა და "ცეკვავენ ვარსკვლავების" III სეზონშიც ჩავერთვები.

ძალიან გამოცდილი ჯგუფია, პროფესიონალები არიან, ამას ჩემთვის დიდი მნიშვნელობა აქვს. შემოქმედებითი ჯგუფის წევრები, ყველანი მიყვარს და მათთან მუშაობა მსიამოვნებს. ასეთი პროფესიონალებით არის დაკომპლექტებული "ჯიდიესზეც" ის ჯგუფი, ვისთან ერთადაც ვმუშაობ, ისინიც ჩემი მეგობრები არიან. საერთოდ, ჩემი პრინციპია, იქ, სადაც შემოქმედებითი ჯგუფი არ ვარგა, არ ვმუშაობ. ასე რომ, "ცეკვავენ ვარსკვლავების" ჯგუფთან სასიამოვნოა საქმიანობა.

- როგორ ფიქრობ, წამყვანისთვის მაინც რა არის მთავარი?

- ამ საქმეს დიდი ენერგია მიაქვს, არ არის მარტივი, მაგრამ რომ გითხრათ, ამისთვის ზუსტი რეცეპტი მაქვს, რა როგორ უნდა აკეთოს კაცმა, ნამდვილად არა. არც ის ვიცი, როგორი წამყვანი ვარ, კარგი თუ ცუდი. თუ ვინმეს ჩემი საქმიანობა ამ ამპლუაში მოსწონს, დიდი მადლობა, მაგრამ ერთი კი ნამდვილად ვიცი, რომ ყოველთვის გულწრფელი ვარ. არასდროს ვიძაბები და ვარ თავისუფალი...

- წელს შოუს წამყვანი ნანკა კალატოზიშვილი იქნება. მასთან სხვა დროს სცენაზე თუ გიმუშავია?

- ნანკას კარგად ვიცნობ, ერთ თეატრში ვმუშაობთ, მაგრამ სცენაზე პარტნიორები არასდროს ვყოფილვართ...

- ახალ სეზონზე თეატრში შენგან რას უნდა ველოდოთ?

- ახალი სეზონიდან დატვირთული გრაფიკი მელის. რეჟისორი მიშა ჩარკვიანთან ერთად, მუსიკალური კომედიის თეატრში ახალ საინტერესო სპექტაკლზე ვმუშაობ. ალბათ, პრემიერა ნოემბრის დასაწყისისთვის შედგება.

ლალი ფაცია

სპეციალურად "ამბები.გე"-სთვის

იხილეთ ბმული

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება