ვის და რატომ სურს საქართველოს "მიწებება" სირიაში ქიმიური იარაღის გამოყენებასთან?!

ვის და რატომ სურს საქართველოს "მიწებება" სირიაში ქიმიური იარაღის გამოყენებასთან?!

სირიაში ქიმიური იარაღის გამოყენებიდან რამდენიმე დღეში სოციალურ ქსელებში გამოჩნდა ვიდეორგოლი, რომელზეც სირიელი შეიარაღებული ოპოზიციონერები თვითნაკეთი სასროლი მექანიზმიდან (რომელიც ნაღმსატყორცნისა და ჰაუბიცის ნაჯვარს წააგავს) უშვებენ გაზის ბალონის მსგავს ასაფეთქებელ მოწყობილობას, ე.წ. Hell Cannon-ს (ჯოჯოხეთის ქვემეხი), კადრს მიღმა კი ვიღაც ამტკიცებს, რომ ეს ქიმიური იარაღია და სირიაში ოპოზიციამ ის საქართველოდან თურქეთის გავლით მიიღო. თურმე სადღაც თბილისის სიახლოვეს ქიმიურ იარაღს ამერიკულ ლაბორატორიაში ამზადებენ...

ამაზე უფრო უაზრო და დაუსაბუთებელი ბრალდების წარმოდგენა ძნელია. ამ დეზინფორმაციის უკან, სავარაუდოდ, რუსეთის სპეცსამსახურები დგანან, რომლებსაც სურდათ, ამ ვიდეორგოლით ორი კურდღელი დაეჭირათ - ინტერნეტსივრცეში გაევრცელებინათ იმის მამტკიცებელი მასალა, რომ სირიაში ქიმიური იარაღი ოპოზიციამ გამოიყენა და არა პრეზიდენტ ბაშარ ასადის რეჟიმმა და ამ უდიდეს დანაშაულთან როგორმე დაეკავშირებინათ საქართველო და ყბადაღებული ალექსეევკის ბიოლოგიური ლაბორატორია.

იხილეთ სტატიის სრული ვერსია

"ტელეფონი დავამტვრიე, ჩემები რომ დამირეკავდნენ, რუსს არ ეთქვა: აქ ბევრი მკვდარია, თქვენ რომელი გინდათო..." - შინდისის ბრძოლას გადარჩენილის ნაამბობი

83 წლის მამაკაცი, რომელიც კახეთში პოლიციელებს თავს დაესხა, გირაოს სანაცვლოდ გათავისუფლდა

"დღეს გულისამაჩუყებელი ამანათი მივიღეთ..." - უცნობი ამერიკელი ჯარისკაცის წერილი ავღანეთში დაღუპულ ქართველ მებრძოლზე