დიმიტრი შაშკინი - "თეა თუთბერიძის შესახებ აჯობებს ექიმებს ჰკითხოთ"

დიმიტრი შაშკინი -  "თეა თუთბერიძის შესახებ აჯობებს ექიმებს ჰკითხოთ"

სასჯელაღსრულების სისტემაში პატიმრების ფიზიკური და სიტყვიერი შეურაცხყოფის ფაქტებზე მუდმივად ლაპარაკობდნენ როგორც ადამიანის უფლებათა დამცველები, ისე მედიაორგანიზაციები, თუმცა მათი მოწოდებები რჩებოდა "ხმად მღაღადებლისა უდაბნოსა შინა.".. სამართალი "ურმით" დადისო, ნათქვამია, თუმცა ადრე თუ გვიან, ყველას მიადგება კარზე. სამართლის ურემი მიუახლოვდა თუ არა სააკაშვილის ხელისუფლების სამგზის მინისტრ დიმიტრი შაშკინს, ჯერ არავინ იცის, თუმცა პროკურატურისგან უწყება რომ მიუვიდა, არ უარყოფს.

- რატომ დაინტერესდნენ თქვენით?

- როგორც ჩანს, კითხვები სასჯელაღსრულების სამინისტროში ჩემი მუშაობის თაობაზე აქვთ. მე მხოლოდ 2009 წლის თებერვლიდან ნოემბრამდე რაც ხდებოდა, იმაზე შემიძლია ვისაუბრო.

- შეძლებთ დაარწმუნოთ პროკურატურა, რომ "ნაციონალური მოძრაობის" მრავალგზის მინისტრს გადაცდომები არ ჰქონდა?

- ჩემს დროს სახალხო დამცველი სოზარ სუბარი იყო, რომელსაც არ ვეხატებოდით გულზე, მაგრამ ვერც მის დასკვნაში და ვერც საერთაშორისო ორგანიზაციების ანგარიშებში ვერ ნახავთ ფაქტებს, სადაც წერია, რომ პატიმრებზე ძალადობდნენ.

- "ნაციონალური მოძრაობის" ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ პატიმრებზე ძალადობა არ ყოფილა?

- არც ერთ დასკვნაში, რომელსაც სუბარი ამზადებდა, არაფერია ნათქვამი წამებაზე. იმ დროს ციხეში უპრობლემოდ შედიოდა წითელი ჯვარი. ჩემი ინიციატივით სხვადასხვა ქვეყნის ელჩებს ვახვედრებდი პატიმრებს. ამისთვის მაკრიტიკებდნენ კიდეც, რომ სისტემა მეტისმეტად გახსნილი მქონდა.

- 2009 წლის სახალხო დამცველის ანგარიშში ნათქვამია, რომ იმატა თვითმკვლელობის მცდელობის ფაქტებმა...

- რა მოტივით უნდა დამემალა წამების ფაქტები? თუ ასე მოვიქეცი, შიზოიდი და ავადმყოფი ვარ, რომელიც საკუთარი თავის წინააღმდეგ წავიდა. ეს თემა ნებისმიერ დროს შეიძლებოდა აფეთქებულიყო, რატომ უნდა დამედო სასწორზე ჩემი კარიერა?

- ნულოვანი ტოლერანტობა პრეზიდენტის ინიციატივა იყო და თქვენ ვინ მოგცემდათ იმის უფლებას, ხელი შეგეშალათ რეფორმისთვის?

- ეს დავალება პროკურატურამ და შს სამინისტრომ მიიღო და არა სასჯელაღსრულებამ. პრობლემა სისტემური რომ ყოფილიყო, რეაგირებას მოვახდენდი.

იხილეთ სტატიის სრული ვერსია

LIVE: გია ხუხაშვილი "ნიუსრუმიდან"

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა