5 მითი სექსის შესახებ

5 მითი სექსის შესახებ

1 - სასქესო ასოს ზომა

მამაკაცების უმრავლესობა ზედმეტად დიდ მნიშვნელობას ანიჭებს ასოს ზომას. თუმცა, არის კი ასოს ზომა მამაკაცური ძლიერების განმსაზღვრელი კრიტერიუმი? რაც უფრო დიდია ასო, მით უფრო მეტია სიამოვნება? რა თქმა უნდა არა. ეს ალბათ ყველაზე გავრცელებული მცდარი მითია სექსთან დაკავშირებით. მამაკაცის სქესობრივი სიძლიერე და სქესობრივი აქტიურობა არანაირად არ არის დამოკიდებული ასოს ზომაზე, ვინაიდან რაც უნდა პატარა იყოს ის, სრულყოფილი ერექციის შემთხვევაში სავსებით შესაძლებელია საშოში შეღწევა და სრულყოფილი აქტის განხორციელება. სექსში მთავარია არა მამაკაცის პენისის ზომა, არამედ მისი ტემპერამენტი, სწორედ ის განსაზღვრავს სქესობრივი აქტის ხარისხს.

2 - მამაკაცი მუდმივად ფიქრობს სექსზე

ჩვენ, მამაკაცები ვფიქრობთ თუ არა ხშირად სექსზე? - რა თქმა უნდა, თუმცა მუდმივად? - ეს უკვე გაზვიადებულად ნათქვამია. სიმართლე რომ ვთქვათ გავრცელებული მითი იმის შესახებ, რომ მამაკაცი სექსზე ყოველ 7 წამში ფიქრობს, დიდად მცდარია. ალბათ შეუძლებელია მამაკაცის სექსზე ფიქრის სიხშირის წუთებსა და წამებში გამოსახვა, თუმცა ეს მეტწილად იმაზეა დამოკიდებული, თუ რომელ მამაკაცს რა გარემოში უწევს მუშაობა. თუ მამაკაცს დღის განმავლობაში (მაგალითად სამსახურში) ხშირად უწევს მომხიბლელი ლამაზმანების ლამაზი მკერდის ყურება, ცხადია სექსზე ფიქრის ინტენსივობა იზრდება. თუმცა, სექსზე ფიქრი ყოველ 7 წამში ზედმეტად გაზვიადებული მითია...

იხილეთ სტატიის სრული ვერსია

8 ოქტომბრიდან ახალი მთვარე სასიყვარულო ურთიერთობებს მაგიით აავსებს - ასტროლოგიური  პროგნოზი

კაცმა ყოფილი ცოლის საყვარელს ოჯახის დანგრევის გამო უჩივლა და 750 000 დოლარი მიიღო

მიუსაფარი ქალი ინტერნეტვარსკვლავად იქცა - მეტროში გადაღებულ ვიდეოს მილიონზე მეტი ნახვა აქვს