სომხეთი მზად არის, საბაჟო და ევრაზიულ კავშირს შეუერთდეს

სომხეთი მზად არის, საბაჟო და ევრაზიულ კავშირს შეუერთდეს

რუსეთისა და სომხეთის პრეზიდენტების, ვლადიმერ პუტინისა და სერჟ სარქსიანის ერთობლივ შეხვედრაზე მხარეებმა ურთიერთთანმშრომლობის საკითხები განიხილეს. ამის შესახებ kremlin.ru იუწყება.

გავრცელებული ინფორმაციით, სომხეთის პრეზიდენტმა, სერჟ სარქსიანმა ისაუბრა სომხეთის სურვილზე, საბაჟო კავშირი დაამყაროს რუსეთთან და ამ მიმართულებით საჭირო ნაბიჯები გადადგას, შემდგომში კი ევრაზიული ეკონომიკური კავშირის ფორმირებაში მიიღოს მონაწილეობა.

kremlin.ru-ს ინფორმაციით, რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა მხარი დაუჭირა სომხეთის გადაწყვეტილებას და რუსული მხარის მზაობა გამოთქვა, ხელი შეუწყოს ამ პროცესს.

მომზადებულია kremlin.ru-ს მიხედვით.

9 წლის გოგონებს ერთი საათით "ათხოვებენ" - ჟურნალისტებმა ერაყში შემზარავი მასალა გადაიღეს

მოსკოვში ხანძარს 4 ბავშვი ემსხვერპლა - "უყურადღებოდ იყვნენ დარჩენილი, რადგან დედა ან მეზობელთან იყო გასული, ან ნასვამს ეძინა"

პრინცს, რომელსაც ქალი გაუპატიურებას აბრალებს, ავსტრალიაში არავინ დახვდა