კეტრინ ზეტა ჯონსი რიგით ამერიკელ ქალად იქცა

კეტრინ ზეტა ჯონსი რიგით ამერიკელ ქალად იქცა

ჰოლივუდის ვარსკვლავი კეტრინ ზეტა ჯონსი მეუღლესთან, მსახიობ მაიკლ დუგლასთან დაშორებამ დეპრესიაში ჩააგდო.

პაპარაცებმა მსახიობს ფოტოები კონექტიკუტში (აშშ-ის შტატი) გადაუღეს. ქუჩაში მიმავალი სევდიანი ქალი არაფრით გავს იმ ლამაზმანს, რომელიც წითელ ხალიჩაზე ბრწყინავდა. როგორც ჩანს, ვარსკვლავი ქმართან დაშორებას განიცდის და ძალიან უღიმღამოდ გამოიყურება. მსახიობს სათვალე ეკეთა და მთელი გზა სიგარეტს ეწეოდა. ფოტოგრაფების თქმით, შავ სამოსში გამოწყობილი კეტრინი არაფრით განსხვავდებოდა რიგითი ამერიკელი დიასახლისისგან.

დასავლურ პრესაში წერენ, რომ მეუღლეები "დროებით დაშორდნენ". როგორც ამბობენ, 68 წლის დუგლასს ბიპოლარული აშლილობით დაავადებული 43 წლის კეტრინი მობეზრდა. ამასთან, წყვილის დაშორების შესახებ მეორე ინფორმაციაც ვრცელდება - კეტრინი მეუღლის გულახდილმა ინტერვიუმ გააღიზიანა.

"კიბოს ეს კონკრეტული სახეობა - HPV (პაპილომა ვირუსი) ორალური სექსუალური კონტაქტის დროს გადადის" - განაცხადა მაიკლმა ერთ-ერთ ინტერვიუში.

მაგრამ კეტრინი არა მისი მეუღლის სექსუალურ მიდრეკილებებზე გულახდილმა საუბარმა, არამედ იმან გააოგნა, რომ მაიკლს ინტერვიუში არ დაუზუსტებია: პაპილომას ვირუსი მას ზეტა-ჯონსთან შეხვედრამდე, თუ მას მერე შეეყარა, რამაც კიბო გამოიწვია.

წყვილი ერთად 13 წელი ცხოვრობდა. ვარსკვლავების ოჯახური ცხოვრება ადვილი ნამდვილად არ ყოფილა: 2010 წელს მაიკლს ხორხის კიბოს დიაგნოზი დაუსვეს. ამ ამბავმა იმდენად იმოქმედა კეტრინზე, რომ ვარსკვლავს ნერვული აშლილობა განუვითარდა, ის სარეაბილიტაციო კლინიკაში რამდენჯერმე იწვა. მიუხედავად ამისა, ბოლომდე განკურნება კეტრინმა ვერ მოახერხა (მისი მეუღლისგან განსხვავებით, რომელმაც კიბო დაძლია). დღემდე ზეტა-ჯონსს ხშირად ეცვლება ხასიათი და მძიმე დეპრესიაშიც ვარდება. კეტრინი თავის ავადმყოფობაში გარკვეულ წილად მეუღლეს ადანაშაულებს.

იხილეთ ფოტოგალერეა

მომზადებულია dailymail.co.uk-ის მიხედვით.

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება