ქობულეთში ძლიერი სეტყვაა

ქობულეთში ძლიერი სეტყვაა

ქობულეთში ამ დროისთვის ძლიერი სეტყვაა. ამის შესახებ "ინტერპრესნიუსს" გარემოს ეროვნული სააგენტოს ჰიდრომეტეოროლოგიის დეპარტამენტის უფროსმა, რამაზ ჭითანავამ განუცხადა.

მისივე ინფორმაციით, ფოთში ქართან ერთად ძლიერი წვიმა ფიქსირდება.

"ძლიერდება ზღვის ღელვაც. ნალექიანი ამინდი დღის ბოლომდე გაგრძელდება. რაც შეეხება ზარალს, ჯერ სრული ინფორმაცია არ გვაქვს," -აღნიშნა ჭითანავამ.

გარემოს დაცვის სამინისტროს ინფორმაციით კი, 4 სექტემბრის საღამოს 19:00 საათიდან საქართველოს ტერიტორიაზე, შავი ზღვის მხრიდან ადგილი ქონდა ბალტიის ციკლონთან დაკავშირებული ცივი ატმოსფერული ფრონტის შემოჭრას, რამაც დასავლეთ საქართველოს და აღმოსავლეთ საქართველოს დასავლეთ ნაწილში ინტენსიური ნალექები გამოიწვია.

იხილეთ ვრცლად

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია