ქალის და მამაკაცისთვის ყველაზე საშიში ასაკი

ქალის და მამაკაცისთვის ყველაზე საშიში ასაკი

მეცნიერებმა რიგი ექსპერიმენტების ჩატარების შემდეგ მამაკაცის და ქალისთვის ყველაზე საშიში ასაკი დაადგინეს. აღმოჩნდა, რომ მამაკაცები თავის ჯანმრთელობას 40 წლის შემდეგ, ხოლო ქალები 30 წლამდე განსაკუთრებით უნდა გაუფრთხილდნენ.

ტეხასის სამედიცინო ცენტრის ამერიკელმა სპეციალისტებმა და ფინელმა მედიკოსებმა რამდენიმე ათასი ავადმყოფობის  ისტორია შეისწავლეს. დამუშავდა სხვადასხვა სქესისა და რასის ადამიანების მონაცემები. მეცნიერებს სურდათ გაეგოთ, რომელია ადამიანისთვის ყველაზე საშიში ასაკი გავრცელებული დაავადებების გამოსავლენად.

გაირკვა, რომ ინფარქტისა და ინსულტისადმი უფრო მეტად მიდრეკილნი არიან ქალები, რომელთაც არ შესრულებიათ 30 წელი და მამაკაცები, რომლებმაც 40-ს გადააბიჯეს. ქოლესტერინის მაღალი დონე მამაკაცებისთვის უფრო საშიშია.

მეცნიერთა თქმით, არსებობს გამონაკლისებიც, მაგრამ ძირითადად მძიმე დაავადებების მიზეზი ხდება იმუნიტეტის დაქვეითება, თამბაქოს მოხმარება და სიმსუქნე.

რამდენიმე ხნის წინ ავსტრალიელმა მეცნიერებმა დაადგინეს ადამიანისთვის ყველაზე ”ბედნიერი” ასაკი. ამ კვლევის თანახმად, ადამიანი თავს ყველაზე ბედნიერად 50 წლის შემდეგ გრძნობს.

მომზადებულია segodnya.ua-ს მიხედვით.

8 ოქტომბრიდან ახალი მთვარე სასიყვარულო ურთიერთობებს მაგიით აავსებს - ასტროლოგიური  პროგნოზი

კაცმა ყოფილი ცოლის საყვარელს ოჯახის დანგრევის გამო უჩივლა და 750 000 დოლარი მიიღო

მიუსაფარი ქალი ინტერნეტვარსკვლავად იქცა - მეტროში გადაღებულ ვიდეოს მილიონზე მეტი ნახვა აქვს