გიორგი შენგელაია - "ბიძინა როცა მდგომარეობას გამოასწორებს, აი, მერე შეუძლია წავიდეს"

გიორგი შენგელაია - "ბიძინა როცა მდგომარეობას გამოასწორებს, აი, მერე შეუძლია წავიდეს"

"ბატონი ბიძინა რომ ამბობს, ბოდიში არ მაქვს მოსახდელიო, ეს ფორმა საერთოდ არ მესმის. რა დროს ბოდიშებია, უნდა გააგრძელოს ამ კაცმა მუშაობა ამ მხრივ და გამოასწოროს, რაც გამოსასწორებელია! " - ამბობს ცნობილი რეჟისორი გიორგი შენგელაია, რომელიც ბიძინა ივანიშვილის პრესკონფერენციას გამოეხმაურა.

- პრემიერ-მინისტრმა რომ გამოაცხადა წასვლის შესახებ, ეგ ძალიან სახიფათოა. ქვეყნის ეკონომიკა რომ აწყობილი იყოს, იმ დროს კიდევ შეიძლება პრემიერ-მინისტრის გამოცვლა, მაგრამ ახლა ვერ გავიგე ბატონი ბიძინას მოტივები. თუ ეს არის ფსიქოლოგიური მომენტი, მაშინ პატივი უნდა ვცეთ და დავეთანხმოთ მის გადაწყვეტილებას. შეიძლება გადაიღალა, რომ ვერ ასრულებს ხალხის დაპირებებს... მე ძალიან მინდა, რომ დარჩეს, რადგან ვერ ვხედავ ვინმე ძლიერ კანდიდატურას.. მარტო საქართველოში კი არა, მსოფლიოშია კრიზისი და არ უნდა შეეშინდეს.

- ახალმა ხელისუფლებამ იცოდა, როგორი ქვეყანაც ხვდებოდათ.

- აჰა, დაპირებები რატომ გასცეს, ხომ? - აქ უკვე პოლიტიკური მომენტია. ივანიშვილი და მისი გუნდი ალბათ დარწმუნებული იყვნენ, რომ მთელი მსოფლიო მათ დაუდგებოდათ გვერდით. მაგრამ, ვინაიდან "ნაციონალურმა მოძრაობამ" არჩევნებში 40 პროცენტი მიიღო, ამიტომ დასავლეთი იძულებული გახდა, მხოლოდ ბიძინა ივანიშვილისთვის არ დაეჭირა მხარი. მათ გამოგვიცხადეს კოაბიტაცია და გვითხრეს, ითანამშრომლეთო. დასავლეთში ან ჯერ კიდევ არ იციან "ნაციონალური მოძრაობა" რაც არის, ან განზრახ ხუჭავენ თვალს. ესენი არიან პათოლოგიური ხალხი, ერთი გიჟის მომსახურე პერსონალი. სააკაშვილი რომ გიჟია, ხომ დაამტკიცა კიდევ ერთხელ თავის სულელური გამონათქვამებით!

- კონკრეტულად რა გამონათქვამებს გულისხმობთ?

- აღარ მახსოვს, შენ შემოგევლე, მეზარება მაგათი დამახსოვრება. ან ვის რაღაში ჭირდება?!.. ისევ ეკონომიკას დავუბრუნდეთ. ბატონი ბიძინა რომ ამბობს, ბოდიში არ მაქვს მოსახდელიო, ეს ფორმა საერთოდ არ მესმის. რა დროს ბოდიშებია, უნდა გააგრძელოს ამ კაცმა მუშაობა ამ მხრივ და გამოასწოროს, რაც გამოსასწორებელია. ახლა ხომ წაეთრევა სააკაშვილი და "ქართულ ოცნებას" მერე ბევრად მეტის გაკეთების საშუალება ექნება. ვიმეორებ, რომ როცა გამოასწორებს პრემიერ-მინისტრი ქვეყნის ეკონომიურ და პოლიტიკურ მდგომარეობას, აი მერე, კი ბატონო, შეუძლია წავიდეს.

იხილეთ სტატიის სრული ვერსია

ირაკლი კობახიძემ ელენე ხოშტარიასა და ირმა ნადირაშვილს "სასოწარკვეთილი ნაციონალი დიასახლისები" უწოდა

პარლამენტში, თალაკვაძის მოხსენებისას, ოპოზიციონერებმა საბჭოთა ჰიმნი ჩართეს - ნახეთ რა რეაქცია ჰქონდათ ელჩებსა და თავმჯდომარეს

"ვარ ზრდასრული ადამიანი და ყველა გადაწყვეტილებას ვიღებ პირადად" - იურიდიულმა კომიტეტმა შოთაძის კანდიდატურას მხარი დაუჭირა