რომის პაპმა პუტინს წერილი მისწერა

რომის პაპმა პუტინს წერილი მისწერა

რომის პაპმა, ფრანცისკ პირველმა, რუსეთის პრეზიდენტს ვლადიმერ პუტინს სანკტ-პეტერბურგის "დიდი ოციანის" სამიტზე წერილით მიმართა - იუწყება "ვატიკანის რადიო".

"დიდი ოციანის" ლიდერებისთვის უმნიშვნელო არ უნდა იყოს ის დრამატული მდგომარეობა, რომელშიც უკვე დიდი ხანია სირიელი ხალხი იმყოფება", - წერს რომის პაპი.

პონტიფიკოსი მსოფლიო ლიდერებს წერილით მოუწოდებს, გადალახონ უთანხმოება, შეწყვიტონ სირიის კონფლიქტში სამხედრო ჩარევის ვარიანტის განხილვა და შეძლონ, გამონახონ სირიის კონფლიქტის მშვიდობიანი გადაწყვეტის შესაძლებლობა.

"ყველა ქვეყნის მთავრობები მორალურად არიან ვალდებულები კონფლიქტის შედეგად დაზარალებულებს ჰუმანიტარული დახმარება აღმოუჩინონ, როგორც ქვეყნის შიგნით, ისე მის გარეთაც", - წერს პაპი.

წერილის დასასრულს ფრანცისკ პირველი აღნიშნავს, რომ "დიდი ოციანის" სამიტის ნაყოფიერი მუშაობისთვის ილოცებს და ლოცავს სანკტ-პეტერბურის სამიტს.

მომზადებულია euromag.ru-ს მიხედვით.

9 წლის გოგონებს ერთი საათით "ათხოვებენ" - ჟურნალისტებმა ერაყში შემზარავი მასალა გადაიღეს

მოსკოვში ხანძარს 4 ბავშვი ემსხვერპლა - "უყურადღებოდ იყვნენ დარჩენილი, რადგან დედა ან მეზობელთან იყო გასული, ან ნასვამს ეძინა"

პრინცს, რომელსაც ქალი გაუპატიურებას აბრალებს, ავსტრალიაში არავინ დახვდა