თამარ ჩერგოლეიშვილი- ბატონო ბიძინა, ევროპასთან ასოცირების ხელშეკრულება ვერ გექნებათ, თუ ევრაზიის კავშირში შესვლას განიხილავთ

თამარ ჩერგოლეიშვილი- ბატონო ბიძინა, ევროპასთან ასოცირების ხელშეკრულება ვერ გექნებათ, თუ ევრაზიის კავშირში შესვლას განიხილავთ

ჟურნალ "ტაბულას" მთავარი რედაქტორი თამარ ჩერგოლეიშვილი სოციალურ ქსელ "ფეისბუქში" საქართველოს პრემიერ-მინისტრ ბიძინა ივანიშვილის ევრაზიული კავშირის შესახებ გაკეთებულ განმარტებას ეხმაურება.

"ვინმეს, გარდა ამერიკის და ევროპის მაღალჩინოსნებისა, შეუძლია ამ კაცს რამე აუხსნას?

ბატონო ბიძინა, როგორც ჩოგბურთს ვერ ითამაშებთ ფეხბურთის წესებით, ისე ევროპასთან ასოცირების ხელშეკრულება ვერ გექნებათ, თუ ევრაზიის კავშირში შესვლას განიხილავთ.

ეს ორი რამ, ერთმანეთთან თანხვედრაში ვერასოდეს, ვერასოდეს იქნება. ვახ!",-წერს ჩერგოლეიშვილი.

"კიდევ ერთხელ ვაცხადებ - თუ ევრაზიულ კავშირს რაიმე თანხვედრა ექნება ჩვენი ქვეყნის ინტერესებთან, ისე, რომ არ შეეწინააღმდეგება საქართველოს მიერ გაცხადებულ ძირითად სტრატეგიას, მომავალში ამ საკითხსაც განვიხილავთ. და კიდევ გავიმეორებ: რატომაც არა?!",- განაცხადა გუშინ ივანიშვილმა.

"ჩემი ლედი" - ლელა წურწუმიას და "მამულიჩას" ემოციური ფოტო კონცერტის კულისებიდან

ჰააგაში, უძველესი ტაძრის სამრეკლოდან გია ყანჩელის მელოდიები მისი ხსოვნის პატივსაცემად აჟღერდა

"მშვიდობით..." - სოფიკო შევარდნაძე "ინსტაგრამზე" გია ყანჩელის იტორიულ ფოტოს აქვეყნებს