ოფ­თალ­მო­ლო­გო­ბი­დან - პირ­სის­ხლი­ან დიქ­ტა­ტო­რამ­დე

ოფ­თალ­მო­ლო­გო­ბი­დან - პირ­სის­ხლი­ან დიქ­ტა­ტო­რამ­დე

სი­რი­ის პრე­ზი­დენ­ტი ბა­შარ ჰა­ფეზ ალ­-ა­სა­დი 1965 წლის 11 სექ­ტემ­ბერს და­მას­კო­ში, სი­რი­ის სამ­ხედ­რო-­სა­ჰა­ე­რო და ჰა­ერ­სა­წი­ნა­აღ­მდე­გო თავ­დაც­ვის ძა­ლე­ბის ბრი­გა­დის გე­ნე­რა­ლ ჰა­ფეზ ასა­დი­სა და მუს­ლი­მა­ნუ­რი რე­ლი­გი­უ­რი უმ­ცი­რე­სო­ბა ალა­ვი­ტე­ბის წარ­მო­მად­გე­ნელ ანი­სა მაჰ­ლუ­ფის ოჯახ­ში და­ი­ბა­და. 5 წლის შემ­დეგ, 1970 წლის ნო­ემ­ბერ­ში ასა­დი­-უფ­რო­სი, რო­მელ­საც უკ­ვე სი­რი­ის თავ­დაც­ვის მი­ნის­ტრის პოს­ტი ეკა­ვა, სამ­ხედ­რო გა­დატ­რი­ა­ლე­ბის შე­დე­გად, ხე­ლი­სუფ­ლე­ბის სა­თა­ვე­ში მო­ვი­და - 1971 წლის მარ­ტში იგი ქვეყ­ნის პრე­ზი­დენ­ტად აირ­ჩი­ეს, ოდ­ნავ მოგ­ვი­ა­ნე­ბით სა­თა­ვე­ში ჩა­უდ­გა მმარ­თველ პარ­ტია "ბა­ასს". ბა­შარ ასა­დი თავ­და­პირ­ვე­ლად ელი­ტურ არა­ბულ­-ფრან­გულ ლი­ცე­უმ "ჰუ­რი­ა­ში" სწავ­ლობ­და და­მას­კო­ში, სა­დაც ფრან­გულ და ინ­გლი­სურ ენებს და­ე­უფ­ლა. 1982 წელს მან ლი­ცე­უ­მი და­ამ­თავ­რა, თუმ­ცა შუ­ა­ლედ­ში სამ­ხედ­რო სამ­სა­ხურ­შიც იყო, სა­ი­და­ნაც სერ­ჟან­ტის წო­დე­ბით იქ­ნა დე­მო­ბი­ლი­ზე­ბუ­ლი.

ა­მის შემ­დეგ ასად­მა და­მას­კოს უნი­ვერ­სი­ტე­ტის სა­მე­დი­ცი­ნო ფა­კულ­ტეტ­ზე ჩა­ა­ბა­რა, რო­მე­ლიც 1988 წელს წარ­ჩი­ნე­ბით და­ამ­თავ­რა და უდი­დეს სამ­ხედ­რო ჰოს­პი­ტალ "ტიშ­რინ­ში" ოფ­თალ­მო­ლო­გად და­იწყო მუ­შა­ო­ბა. 1991 წელს ასა­დი სტა­ჟი­რე­ბა­ზე ლონ­დონ­ში, წმი­და მა­რი­ას სა­ა­ვად­მყო­ფოს­თან არ­სე­ბულ ოფ­თალ­მო­ლო­გი­ის ცენტრ Western Eye Hospirtal-ში გა­ემ­გზავ­რა და ფსევ­დო­ნი­მიც შე­ირ­ჩი­ა, რა­თა მშვი­დად მუ­შა­ო­ბის სა­შუ­ა­ლე­ბა ჰქო­ნო­და. იგი პო­ლი­ტი­კურ სფე­რო­ებ­ში არ ტრი­ა­ლებ­და. მო­მა­ვა­ლი მე­უღ­ლე ას­მა აჰ­რა­სი ლონ­დონ­ში სტა­ჟი­რე­ბი­სას გა­იც­ნო. 1994 წლის 21 იან­ვარს ბა­შარ ასა­დის უფ­რო­სი ძმა ბა­სე­ლი, რო­მელ­საც მა­მა­მი­სი თა­ვის მემ­კვიდ­რედ ამ­ზა­დებ­და, სა­ავ­ტო­მო­ბი­ლო კა­ტას­ტრო­ფა­ში და­ი­ღუ­პა. ბა­შარ ასად­მა და­უ­ყოვ­ნებ­ლივ და­ტო­ვა ლონ­დო­ნი და და­მას­კო­ში დაბ­რუნ­და, სა­დაც სა­ხელ­მწი­ფო მეც­ნი­ე­რე­ბე­ბი "დაჩ­ქა­რე­ბუ­ლი კურ­სით" გა­ი­ა­რა: ქა­ლაქ ჰომ­სში სამ­ხედ­რო აკა­დე­მი­ა­ში ჩა­ა­ბა­რა და კა­პიტ­ნის რან­გში უკ­ვე სა­ტან­კო ბა­ტა­ლი­ონს ხელ­მძღვა­ნე­ლობ­და, შემ­დეგ სა­თა­ვე­ში ჩა­უდ­გა რეს­პუბ­ლი­კურ გვარ­დი­ას და 1999 წლის იან­ვარ­ში პოლ­კოვ­ნი­კის წო­დე­ბაც მი­ი­ღო. 2000 წელს კი, ქვეყ­ნის მე­თა­უ­რის სიკ­ვდი­ლის შემ­დეგ, პრე­ზი­დენ­ტის მო­ვა­ლე­ო­ბის შემ­სრუ­ლე­ბელ­მა, პირ­ველ­მა ვი­ცე-­პრე­ზი­დენ­ტმა ჰა­დამ­მა ბა­შარ ასადს გე­ნე­რალ­-ლე­ი­ტე­ნან­ტის წო­დე­ბა მი­ა­ნი­ჭა და არ­მი­ის მთა­ვარ­სარ­დლად და­ნიშ­ნა. სი­რი­ის პარ­ლა­მენ­ტმა კი კონ­სტი­ტუ­ცია შეც­ვა­ლა და სა­გან­გე­ბოდ ბა­შარ ასა­დის­თვის პრე­ზი­დენ­ტო­ბის კან­დი­და­ტის ასა­კი 40-დან 34 წლამ­დე შე­ამ­ცი­რა. იგი სა­თა­ვე­ში ჩა­უდ­გა პარ­ტია "ბა­ა­სის" სი­რი­ის გან­ყო­ფი­ლე­ბას და ქვეყ­ნის ახალ პრე­ზი­დენ­ტა­დაც აირ­ჩი­ეს. ასე იქ­ცა ოფ­თალ­მო­ლო­გი ქვეყ­ნის მე­თა­უ­რად. 2007 წლის 27 მა­ისს სი­რი­ა­ში მო­რი­გი რე­ფე­რენ­დუ­მი გა­ი­მარ­თა ქვეყ­ნის მე­თა­უ­რად ასა­დის ხე­ლახ­ლა ასარ­ჩე­ვად. სა­არ­ჩევ­ნო ბი­უ­ლე­ტე­ნი მხო­ლოდ ერ­თი კითხ­ვას შე­ი­ცავ­და: "ან­დობთ თუ არა ბა­შარ ასადს ქვეყ­ნის მარ­თვას 2014 წლამ­დე?". რე­ფე­რენ­დუ­მის შე­დე­გე­ბით ბა­შარ ასა­დი ქვეყ­ნის მე­თა­უ­რის პოს­ტზე მე­ო­რე ვა­დი­თა და ხმა­თა 97.62 %-ით ხე­ლახ­ლა აირ­ჩი­ეს. ჰა­ფეზ ასა­დის მმარ­თვე­ლო­ბის პე­რი­ოდ­ში სი­რი­ის სა­გა­რეო პო­ლი­ტი­კა, უპირ­ვე­ლე­სად, არა­ბეთ­-ის­რა­ე­ლის და­პი­რის­პი­რე­ბის კონ­ტექ­სტში გა­ნი­ხი­ლე­ბო­და. ხე­ლი­სუფ­ლე­ბის სა­თა­ვე­ში მო­სულ­მა ბა­შარ­-ა­სად­მა აღ­ნიშ­ნა, რომ მა­მა­მი­სის პო­ზი­ცი­ე­ბი­დან არ გა­და­უხ­ვევ­და ოკუ­პი­რე­ბუ­ლი ტე­რი­ტო­რი­ე­ბი­დან ის­რა­ე­ლის ჯა­რე­ბის გაყ­ვა­ნის სა­კითხ­ში. აშშ, ის­რა­ე­ლი და და­სავ­ლე­თის ქვეყ­ნე­ბი იმ­ხა­ნად სი­რი­ას ის­რა­ე­ლის მო­წი­ნა­აღ­მდე­გე გა­სამ­ხედ­რო­ე­ბუ­ლი დაჯ­გუ­ფე­ბე­ბის მა­ტე­რი­ა­ლურ-ტექ­ნი­კურ მხარ­და­ჭე­რა­ში ადა­ნა­შა­უ­ლებ­დნენ. თა­ვად სი­რია ამ­გვარ ბრალ­დე­ბებს უარ­ყოფ­და. ამას­თან, ასა­დი ის­რა­ელ­თან მშვი­დო­ბი­ა­ნი დი­ა­ლო­გის აღ­დგე­ნის შე­საძ­ლებ­ლო­ბა­საც არ უგუ­ლე­ბელ­ყოფ­და. აშ­შ-თან კი სი­რი­ას რთუ­ლი ურ­თი­ერ­თო­ბე­ბი ჰქონ­და, 2002 წლის 7 მა­ისს ამე­რი­კის ად­მი­ნის­ტრა­ცი­ამ სი­რია პროგ­რა­მა "ბო­რო­ტე­ბის ღერ­ძში" ჩარ­თო, რად­გან, ზო­გი­ერ­თი ცნო­ბით, ერა­ყის 2003 წლის ომამ­დე, ის სა­დამ ჰუ­სე­ი­ნის რე­ჟიმს ია­რა­ღით ამა­რა­გებ­და. 2011 წლის მარ­ტში სი­რი­ა­ში მღელ­ვა­რე­ბის დაწყ­ე­ბის ბიძ­გად იქ­ცა დე­რა­ა­ში პო­ლი­ცი­ის მი­ერ იმ მო­ზარ­დე­ბის და­კა­ვე­ბა, რომ­ლე­ბიც შე­ნო­ბებ­ზე ან­ტი­სამ­თავ­რო­ბო ლო­ზუნ­გებს აწერ­დნენ. 18 მარტს დე­რა­ა­ში ან­ტი­სამ­თავ­რო­ბო გა­მოს­ვლა და­იწყ­ო, რომ­ლის და­საშ­ლე­ლა­დაც ხე­ლი­სუფ­ლე­ბამ ძა­ლა გა­მო­ი­ყე­ნა, რა­საც მო­მი­ტინ­გე­თა შო­რის მსხვერ­პლი მოჰ­ყვა. სწო­რედ ამ დრო­ი­დან და­იწყო სი­რი­ა­ში სა­მო­ქა­ლა­ქო ომი, რო­მელ­საც ასე­უ­ლო­ბით ათა­სი ადა­მი­ა­ნი შე­ე­წი­რა.

ნანა ჩარკვიანი

ყოველკვირეული გაზეთი "ყველა სიახლე"

(გამოდის ოთხშაბათობით)

9 წლის გოგონებს ერთი საათით "ათხოვებენ" - ჟურნალისტებმა ერაყში შემზარავი მასალა გადაიღეს

მოსკოვში ხანძარს 4 ბავშვი ემსხვერპლა - "უყურადღებოდ იყვნენ დარჩენილი, რადგან დედა ან მეზობელთან იყო გასული, ან ნასვამს ეძინა"

პრინცს, რომელსაც ქალი გაუპატიურებას აბრალებს, ავსტრალიაში არავინ დახვდა