ნანუკა ჟორჟოლიანი - "პო­ლი­ტი­კო­სებს რცხვე­ნი­ათ ვი­ზა­ჟისტ ცო­ლებ­ზე სა­უ­ბა­რი"

ნანუკა ჟორჟოლიანი - "პო­ლი­ტი­კო­სებს რცხვე­ნი­ათ ვი­ზა­ჟისტ ცო­ლებ­ზე სა­უ­ბა­რი"

ჟურ­ნა­ლის­ტი ნა­ნუ­კა ჟორ­ჟო­ლი­ა­ნი "ფე­ის­ბუ­ქის" აქ­ტი­უ­რი მომ­ხმა­რე­ბე­ლია და არც სა­ჯა­რო შე­ფა­სე­ბებს ერი­დე­ბა. ბო­ლო დროს მე­დი­ის ყუ­რადღ­ე­ბის ცენ­ტრში ნა­ნუ­კას ის პოს­ტი მო­ექ­ცა, ტე­ლე­წამ­ყვა­ნი კულ­ტუ­რის მი­ნის­ტრის მო­ად­გი­ლე მა­რი­ნა მი­ზან­და­რის ჩაც­მუ­ლო­ბას რომ ეხ­მა­უ­რე­ბა. მა­რი­ნა მი­ზან­და­რის ფო­ტო ოფი­ცი­ა­ლურ­ შეხ­ვედ­რა­ზეა გა­და­ღე­ბუ­ლი და მი­ნის­ტრის მო­ად­გი­ლეს ფო­ტო­ზე მარ­თლაც უჩ­ვე­უ­ლოდ აც­ვი­ა.

- მეც მიყ­ვარს შარ­ვალ­ზე კა­ბა, კა­ბა­ზე - ბლუ­ზა, ბლუ­ზა­ზე - წინ­სა­ფა­რი, წინ­სა­ფარ­ზე - მძი­ვი და ა.შ., მაგ­რამ ვცდი­ლობ ყო­ველ­თვის თა­ნა­მედ­რო­ვედ ჩა­ვიც­ვა. კულ­ტუ­რის მი­ნის­ტრის მო­ად­გი­ლის ჩაც­მუ­ლო­ბამ კი, თა­ნაც ოფი­ცი­ა­ლურ მი­ღე­ბა­ზე, მარ­თლაც გა­მა­ოგ­ნა - ეც­ვა შლაკ­სი, ზე­მო­დან კა­ბა და კა­ბა­ზე პი­ჯა­კი. მე ის არ გა­მიკ­რი­ტი­კე­ბი­ა, უბ­რა­ლოდ ვთქვი, იმე­დი­ა, ამის შემ­დეგ ჩე­მი ჩაც­მუ­ლო­ბა არა­ვის გა­უკ­ვირ­დე­ბა-­მეთ­ქი. ან რა­ღა უნ­და გა­უკ­ვირ­დეთ, ეს იყო გაკ­ვირ­ვე­ბის პი­კი...

- თქვენ­მა გან­ცხა­დე­ბამ სა­ზო­გა­დო­ე­ბის ნა­წი­ლი გა­ა­ღი­ზი­ა­ნა, თქვეს, მა­რი­ნა მი­ზან­დარს ნა­ნუ­კა ჟორ­ჟო­ლი­ა­ნის და­სა­ცი­ნი არა­ფე­რი სჭირ­სო...

- თვით­კრი­ტი­კა და "თვი­თი­რო­ნი­ა" ჩემ­თვის უცხო არ არის, გახ­სოვთ, ალ­ბათ, ჩემს ნათ­ქვამ "არ­ტი­ლე­რი­ა­ზე" სხვა­ზე მე­ტი ვი­ხუმ­რე. ახ­ლაც უწყ­ი­ნა­რი პოს­ტი დავ­წე­რე და ირი­ბად ისევ ჩემს ჩაც­მუ­ლო­ბას გა­ვუს­ვი ხა­ზი. მე ვარ შო­უს წამ­ყვა­ნი, სა­დაც ხან მა­ტა­რე­ბე­ლი შე­მო­დის, ხან თვით­მფრი­ნა­ვი დაფ­რი­ნავს, ხან ვი­რი და­დის და ა.შ. ასე­თი ტი­პის შო­უს წამ­ყვანს რომ უც­ნა­უ­რად ეც­ვას, რა გა­საკ­ვი­რი­ა? აი, კულ­ტუ­რის მი­ნის­ტრის მო­ად­გი­ლედ თუ დამ­ნიშ­ნა­ვენ, მხო­ლოდ ოფი­ცი­ა­ლუ­რი პი­ჯა­კით და შარ­ვლით შე­ვი­მო­სე­ბი.

- ცო­ტა ხნის წინ ასე­ვე დი­დი აჟი­ო­ტა­ჟი მოჰ­ყვა სო­ზარ სუ­ბარ­სა და პრე­ზი­დენ­ტო­ბის კან­დი­დატ გი­ორ­გი მარ­გვე­ლაშ­ვილ­ზე გა­კე­თე­ბულ თქვენს გან­ცხა­დე­ბებს...

- სა­ზო­გა­დო­ე­ბის ნა­წი­ლი ყვე­ლა უწყ­ი­ნარ პოსტს გა­ნი­ხი­ლავს. ერთ სა­ღა­მოს ჩემს სახ­ლში მე­გობ­რე­ბი შე­ვიკ­რი­ბეთ და ერ­თ-ერთ თე­მად გი­ორ­გი მარ­გვე­ლაშ­ვი­ლის გან­ცხა­დე­ბაც გან­ვი­ხი­ლეთ - ოჯახს პო­ლი­ტი­კუ­რი ქუ­ლე­ბის და­სა­წე­რად ვერ შევ­ქმნი­ო. ამ ბო­ლო დროს ფა­რი­სევ­ლო­ბა ძა­ლი­ან გახ­შირ­და და მარ­გვე­ლაშ­ვი­ლის გულ­წრფე­ლო­ბა და­სა­ფა­სე­ბე­ლი­ა-­მეთ­ქი, აღ­ვნიშ­ნე. მე­­ო­რე დღეს კი წა­ვი­კითხე პრე­ზი­დენ­ტო­ბის კან­დი­და­ტის მორიგი ინ­ტერ­ვი­უ, სა­დაც ის თა­ვის მე­გო­ბარ ქალ­ზე, მა­კა ჩი­ჩუ­ა­ზე ამ­ბობს, რომ მა­კა მხატ­ვა­რი­ა, უკ­რავს, და არა­ფერს ამ­ბობს იმა­ზე, რომ ის ვი­ზა­ჟის­ტი­ა.­ მა­კა ჩი­ჩუა ათი წე­ლია ვი­ზა­ჟის­ტი­ა, ტე­ლე­ვი­ზი­ა­ში მუ­შა­ობ­და და ყვე­ლა თა­ნამ­შრო­მელს ძა­ლი­ან უყ­ვარს. უბ­რა­ლოდ ვთქვი, მარ­გვე­ლაშ­ვილ­მა მა­კას ამ საქ­მი­ა­ნო­ბა­ზე რომ არ ისა­უბ­რა, ეს კომ­პლექ­სი ხომ არ არის­-მეთ­ქი? შე­იძ­ლე­ბა "პი­არ­შჩი­კებ­მა" ურ­ჩი­ეს, რომ ამ თე­მა­ზე არ ესა­უბ­რა. ყო­ფი­ლი მა­ღალ­ჩი­ნოს­ნე­ბის ვი­ზა­ჟისტ ცო­ლებ­ზე დი­დი ამ­ბა­ვი იყო თბი­ლის­ში ატე­ხი­ლი, პო­ლი­ტი­კო­სებს ალ­ბათ რცხვე­ნი­ათ ამ თე­მა­ზე ლა­პა­რა­კი და ჩე­მი ეს გან­ცხა­დე­ბა და­ცინ­ვად აღიქ­ვეს. რაც შე­ე­ხე­ბა სო­ზარ სუ­ბარს, ის დი­დი ხა­ნი არ­სად ჩან­და. ამა­სო­ბა­ში ატყ­და მით­ქმა-­მოთ­ქმა, რომ მოხ­და ე.წ "ცი­ხის გა­შა­ვე­ბა". ვი­ცით, რა სიმ­წა­რეც არის პა­ტიმ­რო­ბა და ღმერ­თმა ყვე­ლას აშო­როს. ბევ­რი წე­რი­ლი მო­დის პა­ტიმ­რე­ბის­გან, ზო­გი დახ­მა­რე­ბას ითხ­ოვს... ამის ფონ­ზე დავ­წე­რე ის პოს­ტი - "სო­ზარ სუ­ბარ­მა თუ იცის, ქურ­დებ­მა რომ გა­და­ა­ყე­ნეს­-მეთ­ქი".

- ირო­ნი­უ­ლად შე­ა­ფა­სეთ შალ­ვა რა­მიშ­ვი­ლის მარ­გვე­ლაშ­ვი­ლის პი­არ­მე­ნე­ჯე­რად და­ნიშ­ვნა და და­წე­რეთ: "შალ­ვა რა­მიშ­ვი­ლი და­უ­ნიშ­ნავთ მარ­გვე­ლაშ­ვი­ლის (რო­გორც პრე­ზი­დენ­ტო­ბის კან­დი­და­ტის) პი­ა­რის ხელ­მძღვა­ნე­ლად. არ დამ­ცი­ნოთ და, მგო­ნი, ჩა­ფიქ­რე­ბუ­ლი აქვთ, რომ წა­ა­გოს მარ­გვე­ლაშ­ვილ­მა. რაც შე­ე­ხე­ბა შალ­ვას, დარ­წმუ­ნე­ბუ­ლი ვარ, კარ­გად უხ­დი­ან და ამი­ტომ არ ვნერ­ვი­უ­ლობ" - რა­ტომ შე­ა­ფა­სეთ ასე?

- შალ­ვა შე­საძ­ლებ­ლო­ბას არ უშ­ვებს ხე­ლი­დან, რა­ღაც არ თქვას ჩემს გა­და­ცე­მა­ზე, მეც მო­მე­ცა ამის შან­სი. შალ­ვას უნ­დო­და მე­დი­აკ­რი­ტი­კო­სო­ბა, მაგ­რამ წა­ვი­და ტე­ლე­ვი­ზი­ა­ში და გახ­და ჩე­მი კო­ლე­გა, შემ­დეგ საპ­რე­ზი­დენ­ტო კან­დი­და­ტის პი­არ­მე­ნე­ჯე­რი და ამ­ბო­ბენ, რომ ისევ ტე­ლე­ვი­ზი­ა­ში დაბ­რუნ­დე­ბა. წარ­მა­ტე­ბებს ვუ­სურ­ვებ, ოღონდ ერ­თი კითხ­ვა მაქვს: თუ ად­რე პო­ლიტ­სიმ­პა­თი­ე­ბის ან სა­ხე­ლი­სუფ­ლე­ბო სფე­რო­ში და­საქ­მე­ბუ­ლი ქმრის და მე­გობ­რე­ბის გა­მო არა­ო­ბი­ექ­ტურ ჟურ­ნა­ლის­ტად ვით­ვლე­ბო­დი, დღეს რა­ტომ მიიჩნევა შალ­ვას მა­გა­ლი­თი ობი­ექ­ტუ­რად? ეს ორ­მა­გი სტან­დარ­ტი­ა. შე­ნი ბავ­შვო­ბის მე­გო­ბა­რი რომ ქა­ლა­ქის მე­რი­ა, ამის გა­მო უნ­და და­კარ­გო? დღეს რა­ტომ არ ით­ვლე­ბა ჟურ­ნა­ლის­ტურ ნაკ­ლად პრე­ზი­დენ­ტო­ბის კან­დი­და­ტის პი­არ­კამ­პა­ნია და მე­რე მე­დი­ა­ში დაბ­რუ­ნე­ბა? თა­ვის დრო­ზე ასე ღი­ად რომ ეწარ­მო­ე­ბი­ნა პი­ა­რი "რუს­თა­ვი 2"-ის ან "ი­მე­დის" რო­მე­ლი­მე სა­ხეს, მი­წა­ში ჩა­დებ­დნენ, მუდ­მი­ვად გა­ა­კე­თებ­დნენ აპე­ლი­რე­ბას ამა­ზე, დღეს კი ხმას არა­ვინ იღებს.

- ნა­ნუ­კა, რო­გორც ვი­ცით, ერეკ­ლე კო­დუა ახ­ლა ვე­ნა­ში­ა, იქ გა­და­ვი­და საცხ­ოვ­რებ­ლად?

- ერეკ­ლე არც იქ გა­და­სუ­ლა საცხ­ოვ­რებ­ლად, არც გაქ­ცე­უ­ლ­ა. უბ­რა­ლოდ, დიდ დროს ატა­რებს საზღ­ვარ­გა­რეთ, რად­გან აღარ მუ­შა­ობს და ცდი­ლობს სხვა სა­ინ­ტე­რე­სო რა­მე­ე­ბით და­კავ­დეს, ცო­ტა ხნის წინ ჩა­მო­სუ­ლი იყო სა­ქარ­თვე­ლო­ში, ახ­ლაც აპი­რებს ჩა­მოსვლას, მაგ­რამ თუ ვერ მო­ა­ხერ­ხებს, ისევ მე წა­ვალ მას­თან.

- რას აკე­თებს ვე­ნა­ში?

- მას იქ პი­რა­დი გეგ­მე­ბი აქვს. ახ­ლა ვი­ღა­ცა იტყ­ვის, ერეკ­ლეს ბიზ­ნე­სე­ბი აქვს ვე­ნა­ში­ო, და­მა­ნე­ბეთ თა­ვი, არც ბიზ­ნე­სი გვაქვს და არც იმ­დე­ნი ფუ­ლი, ხალხს რომ ჰგო­ნია (ი­ცი­ნის).

თამარ ბოჭორიშვილი

ყოველკვირეული გაზეთი "ყველა სიახლე"

(გამოდის ოთხშაბათობით)

"იბერიას" ჟურნალისტები განცხადებას ავრცელებენ

უჩა მამაცაშვილი "იბერიასა" და "ომეგა ჯგუფის" ირგვლივ მიმდინარე პროცესებზე პროკურატურას მიმართავს

ქართული ტელევიზიების მეპატრონეები, მათი ინტერესები და გავლენები