მელ გიბსონს კანონთან ისევ პრობლემები აქვს

მელ გიბსონს კანონთან ისევ პრობლემები აქვს

ჰოლივუდის ვარსკვლავს მელ გიბსონს კანონთან ისევ პრობლემები აქვს. 57 წლის გიბსონი პოლიციამ მალიბუში დააკავა. მას ავტომობილის მართვის ლიცენზია არ ჰქონდა. მსახიობი პოლიციელის შეკითხვებმა გაანაწყენა და დაინტერესდა, "რატომ აწუხებდნენ". გიბსონს გვერდით საზოგადოებისთვის უცნობი ქალი ეჯდა. ის ნასვამი არ ყოფილა და პოლიციელმა ჯარიმა მხოლოდ ლიცენზიის არქონაზე გამოწერა. ვარსკვლავი გააფრთხილეს, რომ საბუთის გარეშე ქუჩაში გასვლა არ გაბედოს.

მსახიობი სკანდალებში ხშირად ეხვევა. მსახიობის შთამბეჭდავ კარიერას შავ ლაქად სდევს 2006 წლის ინციდენტი. მაშინ პოლიციამ ვარსკვლავი ნასვამ მდგომარეობაში ავტომობილის მართვის გამო დააკავა. გაბრაზებულმა გიბსონმა პოლიციელს ყვირილი დაუწყო: "ებრაელი ხარ? მსოფლიოში ყველა ომის პასუხისმგებლობა ებრაელებს ეკისრებათ". ამ განცხადებების გამო გიბსონი ანტისემიტიზმში დაადანაშაულეს. მსახიობმა ამ მხრივ პირად ცხოვრებაშიც "გამოიჩინა თავი". მისი სახელი და გვარი ყველაზე ძვირადღირებული განქორწინენების სიას ლიდერობს - მეუღლესა და 8 საერთო შვილის დედას, რობინ მურის 31-წლიანი თანაცხოვრების შემდეგ დაშორდა.

განქორწინებას გიბსონის 425 მილიონი დოლარი შეეწირა. ყოფილმა მეუღლემ 425 მილიონ დოლართან ერთად მალიბუში მდებარე 22,5 მილიონ დოლარად შეფასებული უძრავი ქონებაც მიიღო. განსაკუთრებით სკანდალური საყვარელთან, რუს პიანისტთან და მომღერალთან ოქსანა გრიგორიევასთან სასამართლო დავა იყო. ოქსანამ გიბსონი ფიზიკურ ძალადობაში დაადანაშაულა და სასამართლოს გადაწყვეტილებით, ვარსკვლავმა მას მორალური ზიანის ანაზღაურებისთვის 750 000 დოლარი გადაუხადა.

მომზადებულია tmz.com-ის მიხედვით.

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება