პლა­სი­დო დო­მინ­გო სა­ა­კაშ­ვილს პი­რად ვი­ზა­ჟის­ტში შე­ე­ცი­ლა

პლა­სი­დო დო­მინ­გო სა­ა­კაშ­ვილს პი­რად ვი­ზა­ჟის­ტში შე­ე­ცი­ლა

ჩვე­ნი რეს­პონ­დენ­ტი ვი­ზა­ჟის­ტი და სტი­ლის­ტი ქე­თი შა­ვიშ­ვი­ლი­ა. ის პრე­ზი­დენტ სა­ა­კაშ­ვი­ლის მა­კი­აჟ­ზე ზრუ­ნავს და ამი­ტო­მაც მოხ­ვდა ჩვე­ნი ყუ­რადღ­ე­ბის ცენ­ტრში.

-  რო­მელ ცნო­ბილ ადა­მი­ან­თან თა­ნამ­შრომ­ლობთ?

-  თით­ქმის ყვე­ლა ვარ­სკვლავ­თან მი­თა­ნამ­შრომ­ლი­ა, ვისაც კი ბა­თუმ­ში უმ­ღე­რია, მაგ­რამ გან­სა­კუთ­რე­ბით და­მა­მახ­სოვ­რდა პლასი­დო დო­მინ­გო. რო­ცა მას კონ­ცერ­ტის წინ მა­კი­ა­ჟი გა­ვუ­კე­თე, აღ­ფრთო­ვა­ნე­ბულ­მა შე­მომ­თა­ვა­ზა, მე­ო­რე დღეს მას­თან ერ­თად გავ­ფრე­ნი­ლი­ყა­ვი იტა­ლი­ა­ში და მის პი­რად ვი­ზა­ჟის­ტად მე­მუ­შა­ვა. რად­გან პრე­ზი­დენტ სა­ა­კაშ­ვი­ლის ვი­ზა­ჟის­ტი გახ­ლდით, უა­რის თქმა მო­მიხ­და... მე ვუ­კე­თებ­დი მა­კი­აჟს სო­ფო ნი­ჟა­რა­ძეს, რო­ცა მი­უ­ზიკ­ლი "ქე­თო და კო­ტე" გა­დი­ო­და ბა­თუმ­ში.

-  რო­დის შეხ­ვდით სა­ა­კაშ­ვილს პირ­ვე­ლად?

-  2010 წელს შევ­ხვდი. მა­ნამ­დე დე­და­მის­თან, ქალ­ბა­ტონ გი­უ­ლი ალა­სა­ნი­ას­თან მუ­შა­ო­ბის გა­მოც­დი­ლე­ბა მქონ­და. ბა­თუმ­ში ყოფ­ნი­სას ჩემ­თან მო­დი­ო­და, ძა­ლი­ან უპ­რე­ტენ­ზიო და უშუ­ა­ლო ქა­ლი­ა. იგი­ვე შე­მიძ­ლია ვთქვა რუ­სუ­დან და მაია კერ­ვა­ლიშ­ვი­ლებ­ზე... ძა­ლი­ან მიყ­ვარს ნი­ნო სურ­გუ­ლა­ძე, ყუ­რადღ­ე­ბი­ა­ნი და სა­სი­ა­მოვ­ნო პი­როვ­ნე­ბა­ა... 2010 წელს სა­ა­კაშ­ვილს ჩარ­თვა ჰქონ­და ბა­თუ­მი­დან, გა­ი­კითხ­ეს კარ­გი ვი­ზა­ჟის­ტი და ჩე­მი კან­დი­და­ტუ­რა ურ­ჩი­ეს. რომ და­მი­რე­კეს, პრე­ზი­დენტს მა­კი­ა­ჟი უნ­და გა­უ­კე­თო­ო, ძა­ლი­ან ვი­ნერ­ვი­უ­ლე, ათ­მა­გი პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბით მო­ვე­კი­დე საქ­მეს. მი­შა თვი­თო­ნაც მიხ­ვდა, რომ ვნერ­ვი­უ­ლობ­დი და ყვე­ლა­ნა­ი­რად ცდი­ლობ­და ჩემ­თვის ეს და­ძა­ბუ­ლო­ბა მო­ეხ­სნა. გა­მომ­კითხ­ა, სად მქონ­და მი­ღე­ბუ­ლი გა­ნათ­ლე­ბა. მითხ­რა, თუ შენ მი­ერ გა­კე­თე­ბუ­ლი მა­კი­ა­ჟი მო­მე­წო­ნე­ბა, ჩემ­თან იმუ­შა­ვე­ბო. მი­სი ძა­ლის­ხმე­ვით გა­ვი­ა­რე ორ­კვი­რი­ა­ნი სა­ტე­ლე­ვი­ზიო მა­კი­ა­ჟის კურ­სე­ბი ნი­უ­-ი­ორ­კში. პრე­ზი­დენ­ტი ამე­რი­კა­ში საქ­მი­ა­ნი ვი­ზი­ტით იმ­ყო­ფე­ბო­და და ამის პა­რა­ლე­ლუ­რად და­ვიწყე სწავ­ლა.

-  სა­ხის რო­მე­ლი ნაკ­ვთე­ბის წარ­მო­ჩე­ნას ცდი­ლობთ, რო­ცა პრეზ­დენტს მა­კი­აჟს უკე­თებთ?

-  კა­მე­რი­სა და გა­ნა­თე­ბის ფონ­ზე სა­ხე პრი­ა­ლებს. მხო­ლოდ სა­ხის კო­რექ­ცი­ას ვუ­კე­თებ და სიპ­რი­ა­ლეს ვუქ­რობ. ყო­ველ­თვის ცო­ტა დრო მაქვს მის­თვის მა­კი­ა­ჟის გა­სა­კე­თებ­ლად. მუ­დამ ჩქა­რობს, შეზღ­უ­დუ­ლია დრო­ში.

-  რამ­დე­ნი ვი­ზა­ჟის­ტი ჰყავს პრე­ზი­დენტს?

-  თბი­ლის­შიც ჰყავ­და ერ­თი ვი­ზა­ჟის­ტი, ხო­ლო თუ და­სავ­ლეთ სა­ქარ­თვე­ლო­ში იყო ან საზღ­ვარ­გა­რეთ მიფ­რი­ნავ­და, მე ვუ­კე­თებ­დი მა­კი­აჟს და მას­თან ერ­თად დავ­დი­ო­დი. ძა­ლი­ან ყუ­რადღ­ე­ბი­ა­ნი ადა­მი­ა­ნი­ა. ხან­და­ხან რამ­დე­ნი­მე სა­ა­თით ად­რე მი­კავ­შირ­დე­ბო­და მი­სი წარ­მო­მად­გენ­ლო­ბა და მატყ­ო­ბი­ნებ­დნენ, რომ პრე­ზი­დენ­ტის ჩა­მოს­ვლა იყო და­გეგ­მი­ლი. პა­რა­ლე­ლუ­რად სა­ლონ­შიც ვმუ­შა­ობ, ეს სა­ა­კაშ­ვილ­მაც იცო­და და მუდ­მი­ვად მე­კითხ­ე­ბო­და, და­დი­ო­და თუ არა ხალ­ხი სა­ლონ­ში, ჰქონ­დათ თუ არა გა­რეგ­ნო­ბა­ზე ზრუნ­ვის სა­შუ­ა­ლე­ბა. პრე­ზი­დენ­ტი და მი­სი გა­რე­მოც­ვა მუდ­მი­ვად ხელს მიწყ­ობ­და მუ­შა­ო­ბა­ში.

-  ლე­ვან ვარ­შა­ლო­მი­ძე­საც თქვენ უკე­თებთ მა­კი­აჟს?

-  არა, ლე­ვა­ნი სა­ტე­ლე­ვი­ზიო ჩარ­თვე­ბი­სას მა­კი­აჟ­ზე უარს ამ­ბობს.

თამარ ბოჭორიშვილი

8 ოქტომბრიდან ახალი მთვარე სასიყვარულო ურთიერთობებს მაგიით აავსებს - ასტროლოგიური  პროგნოზი

კაცმა ყოფილი ცოლის საყვარელს ოჯახის დანგრევის გამო უჩივლა და 750 000 დოლარი მიიღო

მიუსაფარი ქალი ინტერნეტვარსკვლავად იქცა - მეტროში გადაღებულ ვიდეოს მილიონზე მეტი ნახვა აქვს